USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
თბილისი
პრეზიდენტის სარჩელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა
თარიღი:  850

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შევიდა. აღნიშნული ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურმა დაადასტურა.

საქმე ეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, რომელზეც სარჩელი უკვე მომზადდა და სასამართლოს კანცელარიაში შევიდა.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადეს, საჩივარს უფლებამოსილი პირი სამი დღის ვადაში დაარეგისტრირებს, შემდეგ კი მას პლენუმი განიხილავს.

„სასამართლოს კანცელარია 19:00 საათზე იკეტება. დღეს, სამუშაო დღის ამოწურვამდე რამდენიმე წუთით ადრე, კანცელარიაში შემოვიდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. უფლებამოსილი პირი მას სამი დღის ვადაში გადაამოწმებს, შემდეგ დაარეგისტრირებს, ბოლოს კი სასამართლოს პლენუმი განიხილავს“ , - გვითხრეს საკონსტიტუციო სასამართლოში.

შეგახსენებთ, დღეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი კანონთან დაკავშირებით უკვე მზად არის და მას საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს. პრეზიდენტი სარჩელში მოითხოვს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შეჩერდეს და საბოლოოდ გაუქმდეს.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის