ეს არის დიდი ზეიმი და ძალიან მიხარია, რომ ყველა აქ დგას ერთად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს.
ზურაბიშვილმა მოქალაქეებს სტატუსის მიღება მიულოცა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპისკენ, რომელსაც ვულოცავ მე სრულიად საქართველოს, აქ მდგომ ადამიანებს, ვინც არ უნდა იყვნენ, რა მხარეს არ უნდა იდგნენ სხვა პოლიტიკურ საკითხებზე. ვულოცავ რეგიონებში მყოფ ადამიანებს, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ჩვენ მოქალაქეებს, რომელსაც ასევე უხარიათ დღევანდელი დღე. ეს არის დიდი ზეიმი და ძალიან მიხარია, რომ ყველა აქ დგას ერთად,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ტრიბუნიდან მიმართვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს: „თუ მომცემენ ძალიან კარგი, თუ არ მომცემენ კარგი“.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.