საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
ირაკლი კობახიძემ, თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო.
საქართველოს მთავრობის მეთაური ათათურქის მავზოლეუმში დელეგაციის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
პრემიერ-მინისტრმა პატივი მიაგო თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის ხსოვნას და ათათურქის მუზეუმში ხსოვნის წიგნში ჩანაწერი დატოვა.