USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Tbilisi
პრემიერი „გლობალური ომის პარტიაზე“ - ევროკავშირი ამ ძალების ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლია, ვინ არიან ეს ძალები? - ვერ ვიტყვით, დელიკატური საკითხია
Date:  424

ევროკავშირი არის ამ ძალების ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლი. ვინ არიან ეს ძალები? ჩვენ ვერ ვიტყვით, ეს არის იმდენად დელიკატური საკითხი, რომ ამაზე საჯაროდ საუბარმა შეიძლება პრობლემა შეუქმნას ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „ვინ იგულისხმება „გლობალური ომის პარტიაში“, ვინ არის მტერი“.

მისივე თქმით, ძალიან კონკრეტულ ძალებზეა საუბარი, რომლის შესახებაც ბევრმა იცის.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, საუბარი არ არის კონკრეტულ ქვეყანაზე და ამაში არც ევროკავშირი იგულისხმება და არც ამერიკის შეერთებული შტატები.

„პირდაპირ გეტყვით, რომ აქ საუბარი არ არის ქვეყანაზე. რამდენჯერმე ვთქვი და გავიმეორებ, რომ აქ არ იგულისხმება არც ევროკავშირი, არც ამერიკის შეერთებული შტატები. პირიქით ევროკავშირი არის ამ ძალების ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლი. ევროკავშირის ეკონომიკა 16.3 ტრილიონი იყო 16 წლის წინ და ახლა არის 17.3 ტრილიონი. თან ინფლაციის ფონზე ხდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის ეკონომიკამ თვისებრივად დაიხია უკან 16 წლის გამოამარგვლინა, როცა მანამდე 5-6 წლის განმავლობაში ჰქონდათ ორმაგი ზრდა. ანუ, 7 ტრილიონიდან გადასცდა 16 ტრილიონს და ამის შემდეგ პრაქტიკულად იგივე მაჩვენებელზეა. მხოლოდ 1 ტრილიონით გაიზარდა ნომინალური ეკონომიკა, რაც ნიშნავს იმას, რომ ინფლაციას თუ გამოაკლებ, რეალური ეკონომიკა არის ქვემოთ წასული. შესაბამისად, ევროკავშირი არის ამ ძალების მთავარი მსხვერპლი. ვინ არიან ეს ძალები? ეს ძალიან ბევრმა იცის. ჩვენ ვერ ვიტყვით. ეს არის იმდენად დელიკატური საკითხი, რომ ამაზე საჯაროდ საუბარმა შეიძლება პრობლემა შეუქმნას ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას. ამიტომ ვერავითარ შემთხვევაში ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას ასეთ რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ, თუმცა იგულისხმება ძალიან კონკრეტული ძალები,“ - განაცხადა კობახიძემ.

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way