USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
თბილისი
პრემიერი: 2012 წელს ექიმის ხელფასი იყო 450 ლარი, წელს 2184 ლარია, ხოლო ექთნის – 300 ლარი იყო 2012 წელს და ახლა გახდა 1665 ლარი
თარიღი:  

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო და არის ჩვენი ექიმების, სამედიცინო პერსონალის ხელფასების ზრდა. 1 იანვრიდან გადაუდებელი დახმარების თანამშრომელთა ხელფასები გაიზარდა 10%-ით, პირველი ოქტომბრიდან სასწრაფო დახმარების პერსონალის ხელფასი კვლავ გაიზარდა 10%-ით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 1 იანვრიდან ცენტრის ყველა თანამშრომელი სარგებლობს გაუმჯობესებული სადაზღვევო პაკეტით.

„ასევე მომდევნო წლიდან გათვალისწინებულია ჯანდაცვის პერსონალის ხელფასის 10%-იანი ზრდა, 2024 წლიდან მინიმალური ხელფასები განესაზღვრებათ უმცროს ექიმს, ექთნის თანაშემწეს, მეან-ექთანს და სანიტარს. აქაც მინდა შედარებისთვის გითხრათ 2012 წელს ექიმის ხელფასი იყო 450 ლარი, წელს 2184 ლარი არის ექიმის ხელფასი, ხოლო ექთნის – 300 ლარი იყო 2012 წელს და ახლა გახდა 1665 ლარი.

რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იყო სოციალური დაცვისა და გარანტიების მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ჩვენი ბავშვებისა, ხანდაზმულების, დევნილებისა თუ ვეტერანების მიმართულებით გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები.

ბავშვების დახმარების თაობაზე უკვე მოგახსენეთ, რომ მნიშვნელოვანია ამ სოციალური დახმარების გაგრძელება. ასევე მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, შშმ პირთა და ბავშვთა სოციალური პაკეტის კიდევ უფრო გაზრდა“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის