USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
პრემიერი - სომხეთის პრემიერიც ესწრებოდა ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას, რატომ არ გამოვიდნენ სომეხი ლომჯარიები, სომხური „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ და არ დაგმეს?
თარიღი:  1128

სომხეთის პრემიერიც ესწრებოდა ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას, რატომ არ გამოვიდნენ სომეხი ლომჯარიები, სომხური „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ და სომხური „ფორმულა“ და არ დაგმეს ფაშინიანის ვიზიტი? იმიტომ, რომ არ მიუღიათ ეს დავალება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა მისი ვიზიტი ირანში პოლიტიკური განაცხადი და დასავლეთთან დაშორება, პრემიერმა უპასუხა, რომ ეს სამარცხვინო სპეკულაციაა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ სურს დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავება, მსგავსი განცხადებები კეთდება მათ შორის დასავლეთის მხრიდან და სომხეთის პრემიერიც ესწრებოდა ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას.

„რატომ არ გამოვიდნენ სომეხი ლომჯარიები? რატომ არ გამოვიდა სომხური „მთავარი არხი“ და რატომ არ დაგმო ფაშინიანის ვიზიტი? რატომ არ გამოვიდნენ სომხური „ტვ პირველი“ და სომხური „ფორმულა“ და რატომ არ დაგმეს ფაშინიანის ვიზიტი? იმიტომ, რომ სომხურ “მთავარ არხს” არ მიუღია ეს დავალება. სომხურ „მთავარ არხს“ და სომხურ ლომჯარიას არ მიუღია ეს დავალება. თქვენ თქვენი რედაქცია გავალებთ, მაგრამ თქვენს რედაქციას ავალებენ საკუთარი პატრონები,“- აღნიშნა პრემიერმა.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის