USD 2.6085
EUR 3.0097
RUB 3.0940
თბილისი
პრემიერი - საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებული გამოძიების პოლიტიზირება მიუღებელი და დაუშვებელია
თარიღი:  1265

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ყველას მოუწოდებს, არ მოახდინონ საქართველო - აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების პოლიტიზირება.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს საკითხი საქართველოს საშინაო საქმეა და აზერბაიჯანთან სტრატეგიულ პარტნიორობას ვერ დააზიანებს.

„უნდა გამოვეხმაურო მიმდინარე გამოძიებას, რამეთუ, როგორც ხედავთ, არ წყდება მცდელობა საკითხის პოლიტიზირების, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ გამოძიება უნდა დასრულდეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გავაკეთოთ ჩვენ საბოლოო დასკვნები. საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სახის პოლიტიზირება და პოლიტიკური სპეკულაციები ამ საკითხებთან დაკავშირებით, უბრალოდ დამაზიანებელია ქვეყნისთვის. ამიტომ არის აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ეს ასე გაგრძლედება ნებისმიერ შემთხვევაში. მინდა ვთქვა, რომ სწორედ ამიტომ, ვერც გამოძიების დაწყების ფაქტი, რომელიც სრულად საქართველოს საშინაო საქმეა და ვერც გამოძიების შედეგად ახლად გამოვლენილი გარემოებები, რომელიც ჩვენ უკვე გავუზიარეთ ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებს, ვერ დააზიანებს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას. ეს არის ხაზგასმით აღსანიშნავი და, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, არ მოვახდინოთ საკითხის პოლიტიზირება, ეს არის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე,“ - განაცხადა გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მსოფლიო
სერგეი ლავროვი - თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, ეს სხვაგვარი და ძალიან ხანმოკლე ომი იქნება

თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, მაშინ ეს ძალიან ხანმოკლე ომი იქნება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„კონფრონტაცია რუსეთის მეთოდს არ წარმოადგენს, როგორც ეს არაერთხელ უთქვამს რუსეთის ხელმძღვანელობას და პირადად პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც“, - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, რუსეთთან ომისთვის მომზადების აუცილებლობის შესახებ განცხადებები ევროკავშირის ხელმძღვანელობისგან ისმის.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ევროპაზე თავდასხმას არ ვგეგმავთ. ამის ინტერესი არ გვაქვს. მაგრამ, თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, მაშინ ეს სრულიად სხვაგვარი და ძალიან ხანმოკლე ომი იქნება“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის