USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
პრემიერ-მინისტრმა სამუშაო შეხვედრაზე „საქართველოს რკინიგზის“ 2023 წლის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა
Date:  283

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან, მინისტრის მოადგილესთან გურამ გურამიშვილთან და სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორთან დავით ფერაძესთან.

ხაზი გაესვა, რომ 2022 წელი "საქართველოს რკინიგზისთვის" საუკეთესო წელი იყო მოგების თვალსაზრისით და მოგებამ შეადგინა 283 მილიონი ლარი, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ასევე, რეკორდული იყო გადაზიდვების მაჩვენებელი და გადაზიდვების მიმართულებით წლიურმა ზრდამ 22% შეადგინა.

იმსჯელეს რკინიგზის განვითარების სამომავლო გეგმებზე. აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს იყო პროგრესი მოდერნიზაციის კუთხით. ამასთან, აღინიშნა, რომ ტვირთის გამტარუნარიანობა მოდერნიზაციის შედეგად, 2024 წლის ბოლოსთვის 27 მილიონი ტონიდან 48 მილიონამდე გაიზრდება.

აღინიშნა, რომ მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა სავაგონო პარკის განახლებისა და ინფრასტრუქტურული გაჯანსაღების მიმართულებით. კომპანიისთვის 100 ქართული წარმოების ვაგონი უკვე მოწოდებულია. რკინიგზის მოდერნიზაცია და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მიმდინარე წელსაც გაგრძელდება და მისი ფუნქციონირება უფრო ეფექტური გახდება.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის 87% დასრულებულია. მონაკვეთი 180 კილომეტრიანია და მიმდინარე ეტაპზე სატესტო რეჟიმში მუშაობს. პროექტის პირველი ფაზის დასრულების შედეგად, რაც 2024 წლისათვის არის დაგეგმილი, მონაკვეთის გამტარუნიანობა 5 მლნ ტონა იქნება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, რომელიც სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმირებას ითვალისწინებს. აღინიშნა, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმის დაწყება და მისი პირველი ფაზის განხორციელება უმნიშვნელოვანესია საქართველოს სატრანსპორტო კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოებისა და სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში ახალი ინსტიტუციური ჩარჩოს ფორმირების კუთხით, - განისაზღვრება სახელმწიფოს როლი სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების, დარგის ზედამხედველობისა და უსაფრთხოების რეგულირების მიმართულებით.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმირებისა და რესტრუქტურიზაციის შედეგად, 150-წლიანი ისტორიის მქონე „საქართველოს რკინიგზა“ გახდება უფრო კონკურენტუნარიანი და მნიშვნელოვნად გაიზრდება მისი კომერციული ინტერესების სრულად რეალიზების, ასევე უსაფრთხოების მართვის შესაძლებლობები.

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way