USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
თბილისი
პრემიერ მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დასრულდა
თარიღი:  778

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დასრულდა. საქართველოს მთავრობის მეთაური აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოკერგული ატაგულიევმა გააცილა. ოფიციალური ვიზიტი პრემიერმა მედიასთან შეაჯამა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, განავითაროს საკუთარი როლი შუა დერეფნის ფარგლებში და ამ კუთხით თურქმენეთთან თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

„თურქმენეთი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელთანაც გვაკავშირებს მჭიდრო და პოზიტიური პოლიტიკური თანამშრომლობა. საუბარი გვქონდა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ამ კუთხით არის ძალიან დიდი სივრცე იმისთვის, რომ განვავითაროთ ურთიერთობები. საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, განავითაროს საკუთარი როლი შუა დერეფნის ფარგლებში და ამ კუთხით თურქმენეთთან თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ გვქონდა საუბარი ძალიან კონკრეტულ საკითხებზე, რომელთანაც არის დაკავშირებული ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება. ასევე მინისტრებს ჰქონდათ საუბარი კონკრეტულ საკითხებზე, ხელი მოეწერა რამდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმებას. ვფიქრობთ, ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს თანამშრომლობის განვითარებას, როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური კუთხით. ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პოტენციალი არის ძალიან დიდი და ამას განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის