USD 2.6285
EUR 2.9931
RUB 3.3635
თბილისი
პრემიერ-მინისტრი შაორის ბანაკში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა
თარიღი:  540

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შაორის ახალგაზრდულ ბანაკში ისვენებენ.

მთავრობის მეთაური ახალგაზრდებს მშვიდობის შენარჩუნების, ეკონომიკის განვითარებისა და განათლების სისტემის რეფორმირების კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

ბანაკის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

შაორის ბანაკი გერმანიიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, თურქეთიდან და კანადიდან ჩამოსულ ქართული დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენლებს მასპინძლობს.

ხუთდღიანი საბანაკე პროგრამის განმავლობაში ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, მრავალფეროვან საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობაში ჩაერთონ. მათთვის ტარდება ტრენინგები სხვადასხვა აქტუალურ თემაზე.
2025 წელს შაორის ბანაკი ჯამში 800-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მსოფლიო
რადოსლავ სიკორსკი: უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა

უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. როგორც რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, უკრაინა რუსეთის სიღრმეში წარმატებულ დარტყმებს ახორციელებს, ტრამპს კი გამარჯვებულები მოსწონს.

„უკრაინა საკუთარი დრონებითა და რაკეტებით დარტყმებს რუსეთის სიღრმეში ახორციელებს. ამიტომ, არ გამიკვირდება, თუ არც ისე დიდი ხნის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი მისი საყვარელი პოლიტიკოსი გახდება“, - განაცხადა სიკორსკიმ

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის