საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საუდის არაბეთის განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, სულთან აბდულრაჰმან ალ მარშადს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი საუდის არაბეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.
განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები. ყურადღება დაეთმო საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოზიტიურ დინამიკას და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს, მათ შორის − ენერგეტიკის, საგზაო, საპორტო ინფრასტრუქტურის, აეროპორტების სფეროებში.
საუდის არაბეთის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში დელეგაციის წევრებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.