კომპანიამ Apple პრეზენტაციის თარიღი დაასახელა, რომელზეც, სავარაუდოდ iPhone-ების ახალ თაობას წარადგენს.
პრეზენტაცია 9 სექტემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. ტრადიციულად, ღონისძიება კალიფორნიაში, Apple-ის სათავო ოფისში, სტივ ჯობსის სახელობის თეატრში გაიმართება.
კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ტიმ კუკმა სოციალურ ქსელებში პრეზენტაციის თიზერი გამოაქვეყნა.
მოსალოდნელია, რომ ღონისძიებაზე Apple-ი 4 ახალ iPhone 17-ს წარადგენს, მათ შორის Pro-ვერსიას და თხელ მოდელს Air.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.