USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა და 1 პირი დააკავა
Date:  602

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1992 წელს დაბადებული ვ.შ. ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, შელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული ფიზიკური დაპირისპირებისას ორი პირი: 1980 წელს დაბადებული ვ.დ. და 1985 წელს დაბადებული ს.დ. დანის გამოყენებით დაჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ვ.დ. საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა, ხოლო ს.დ.- ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ვ.შ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლი "ლ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

tbilisi
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way