USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
თბილისი
"პოლიცია ამბობს, რომ არ არის ეს კაცი გიო... ძალიან ჰგავს, მეც კი ამერია..." | პროფესორ გიორგი გახელაძის მეუღლე
თარიღი:  

"პოლიცია ამბობს, რომ არ არის ეს კაცი გიო... ძალიან ჰგავს, მეც კი ამერია...", - ამის შესახებ პროფესორ გიორგი გახელაძის მეუღლე ირმა მალაციძე სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება მის მიერვე გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გიორგი გახელაძე დღეს წერეთლის გამზირზე შენიშნეს.

ხალხო, პოლიციაც ამბობს, რომ არაა ეს კაცი გიო. უბრალოდ ძალიან ჰგავს. მგონი, იმედი გამიცრუვდა. წერეთელზე ძალიან ბევრი გვეუბნება, რომ დღეს ნახეს მსგავსი ადამიანი. მისი სტუდენტი ამბობს, რომ შორიდან დაინახა, ძალიან ჰგავდა და ვერ დავეწიეო. ან ვინმე ორეული ჰყავს, ან არ ვიცი უკვე!

[...]

ლეპტოპი ვიპოვეთ სახლში. უბრალოდ, ჩანთა იდო სხვაგან, სადაც არ ინახავდა ხოლმე. ამიტომ ყურადღება არავის მიუქცევია. ლეპტოპის ბევრი ჩანთა გვაქვს და ამიტომ. აღმოჩნდა, რომ არ წაუღია ლეპტოპი. მოკლედ, ყველაფერი თავიდან იწყება.

[...]

ჟურნალისტებს ვთხოვ, ინფორმაცია გიორგის პოვნასთან დაკავშირებით არ გაავრცელონ. ეს პიროვნება ძალიან ჰგავს, მაგრამ ის არ არის. დღეს წერეთლიდან რამდენიმე ზარი იყო, რომ დაინახეს. სავარაუდოდ, ვიღაც დადის, ვინც ძალიან ჰგავს. იმდენად, რომ მეც კი ამერია, - დაწერა ირმა მალაციძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში პროფესორ გიორგი გახელაძეს მეოთხე დღეა, ეძებენ. ის სახლიდან 19 ივნისის დილას გავიდა და აღარ დაბრუნებულა. სატელეფონო ანძის ჩვენების მიხედვით პროფესორი ბოლოს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მეხანძრე-მაშველები, ოჯახი და მოხალისეები. 

ოჯახის ცნობით, 57 წლის კაცს ცისფერი ფერის პერანგი და მუქი შარვალი აცვია, თან აქვს ზურგჩანთა. ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე - 599311090.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის