USD 2.7438
EUR 3.1924
RUB 3.4831
თბილისი
პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმიდან შემოსავლებმა რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა - 3,3 მილიარდი აშშ დოლარი
თარიღი:  775

პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, ტურიზმიდან შემოსავლებმა 3,3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ისტორიული მაქსიმუმია და ტურიზმის ინდუსტრიიდან რეკორდული შემოსავალია ქვეყნის ეკონომიკაში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა მიმდინარე წლის 9 თვეში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების შესახებ კომენტარისას განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენა ძალიან სწრაფი, ჯანსაღი დინამიკით მიმდინარეობს.

„რა თქმა უნდა, ეს არის სწორი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შედეგი. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან, ავიაკომპანიებთან იმისთვის, რომ გავზარდოთ ტურისტული ნაკადები ჩვენს ქვეყანაში, მივიღოთ კიდევ უფრო მეტად მხარჯველუნარიანი ტურისტები ევროპის, ყურის ქვეყნების, ასევე ეგრეთწოდებული „შორი მანძილის“ ქვეყნებიდან. როგორც დღეს გამოქვეყნებული შედეგები ადასტურებს, ეს ყველაფერი ძალიან დადებითად აისახება ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებაზე, შემოსავლების ზრდასა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კერძო სექტორის, მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერებაზე“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

2023 წლის I-III კვარტალში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი - 3,251,651,900 აშშ. დოლარი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს 25.9% ით აღემატება. 2022 წელთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 29.2%-ით.

2023 წლის III კვარტალში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 1,447,121,966 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 28.4%-იანი ზრდაა, 2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 5.3%-ით (72,468,664 აშშ დოლარით).

თბილისი
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის