USD 2.7094
EUR 3.1825
RUB 3.4068
თბილისი
პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა
თარიღი:  5045

პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა განხორციელდა 1095 წელს რომის პაპი ურბან II-ის ინიციატივით მუსულმანთაგან წმინდა ქალაქი იერუსალიმისა და წმინდა მიწის გასათავისუფლებლად. თავდაპირველად პაპის მიმართვა მხოლოდ საფრანგეთის რაინდებს გაეგზავნა, თუმცა შემდეგში ლაშქრობა სრულმასშტაბიან სამხედრო კამპანიად გადაიქცა, ხოლო ამ იდეამ მთელი დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები მოიცვა. ყველა ეროვნების რაინდი უბრალო ხალხთან ერთად აღმოსავლეთისკენ დაიძრა ხმელეთითა და ზღვით და 1099 წლის ივლისში იერუსალიმი აიღეს. ამ ლაშქრობისას დაარსდა იერუსალიმის სამეფო და სხვა ქრისტიანული სახელმწიფოები მის გარშემო.

მიზეზები

 
მდგომარეობა შუა აღმოსავლეთში

1095 წელს ბიზანტიის იმპერატორმა ალექსი I-მა რომის პაპს თხოვნით მიმართა. იმპერატორი ამბობდა, რომ თურქ-სელჩუკთა იმპერია ძალიან გაძლიერდა. მუსლიმები უკვე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ ქრისტიანული სამყაროსათვის. მათი ბოლო დაპყრობილი ქალაქი ნიკეა იყო, რომელიც საკმაოდ ახლოს მდებარეობდა კონსტანტინოპოლთან, ბიზანტიის დედაქალაქთან. თურქები ასევე ერთპიროვნულად აკონტროლებდნენ, ანატოლიას (თანამედროვე თურქეთის ტერიტორია). ალექსი I მუსლიმების წინააღმდეგ დახმარებას ითხოვდა. იმპერატორის დესპანი ზემოთ აღნიშნული თხოვნით რომის პაპ ურბან II - თან 1095 წლის მარტში ჩავიდა. რომის პაპი ხედავდა ევროპაში შექმნილ მდგომარეობას. იმ დროისთვის იქ უამრავი ღარიბი რაინდი იყო. მათმა ნაწილმა თავის გადასარჩენად ძარცვასაც მიჰყო ხელი. არანაკლებ მძიმე მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი გლეხობა. ახალი ლაშქრობა ბიზანტიის დასახმარებლად და მუსლიმების წინააღმდეგ მათთვის იდეალური იქნებოდა, რადგან იმ დროისთვის ომები ძლიერი არმიისათვის და მისი ჯარისკაცებისათვის თითქმის ერთადერთი შანსი იყო ქონების დაგროვებისა. აგრეთვე, პერსპექტივაში ისახებოდა პაპის ძალაუფლების და კათოლიკური ეკლესიის შემოსავლების საგრძნობი ზრდა.

მზადება ლაშქრობისათვის

 
პაპი ურბან II, კლერმონის კრებაზე

პაპმა ურბან II-ემ ლაშქრობის დასაწყებად დიდებულების მიმხრობა დაიწყო. მის გადამწყვეტ ნაბიჯად 1095 წლის ნოემბერში სამშობლოში - საფრანგეთში ჩასვლა და პატარა ქალაქ კლერმონში საეკლესიო კრების მოწვევა მიიჩნევა. მართლაც, კლერმონში უამრავმა რელიგიურმა პირმა მოიყარა თავი. ამ შეკრებაზე პაპმა ურბან II-მ ისტორიული სიტყვა წარმოთქვა. მან ისაუბრა ევროპის იმ დროინდელ მძიმე მდგომარეობაზე და დაასკვნა, რომ საჭირო იყო დამყარებულიყო ღვთაებრივი მშვიდობა, თუმცა არა ისეთი, როგორიც უკვე ჰქონდათ. პაპი შეეხო ბერძენთა საკითხს, რომლებიც დახმარებას ითხოვნდნენ მუსლიმების წინააღმდეგ, აგრეთვე შეეხო აღმოსავლელი ქრისტიანების დაჩაგვრის ფაქტებს და მთავარზე გადავიდა: საჭირო იყო სრულიად ახალი ომის დაწყება, სადაც ჯარისკაცი იქნებოდა პილიგრიმი (მომლოცველი), ბრძოლის მიზანი - ქრისტეს საფლავი, შედეგი - გარდაცვლილთათვის ზეციური სამოთხე, ცოცხლად გადარჩენილთათვის კი მიწიერი იერუსალიმი. ასევე აღნიშნა, რომ ქრისტეს საფლავის გათავისუფლება არ იქნებოდა ერთადერთი შედეგი ჯვაროსნული ლაშქრობისა. ამ ომის შემდგომ მთლიანად ანატოლიას, ანუ შავი ზღვის სამხრეთ ნაწილს არა მუსლიმები, არამედ ერთმორწმუნე ქრისტიანები გააკონტროლებდნენ. კლერმონის კრების ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად პაპის გამოსვლის დასასრულს, დარბაზში შეძახილები გაისმა: „ღმერთი არს ჩვენთან!“

მან მალე აიყოლია საფრანგეთის სახელმწიფო ლიდერები. რაც შეეხება მეომრებს, ხალხს, რომელსაც უნდა ებრძოლა თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ, მათი რიცხვი თავიდან ძალიან მცირე იყო. რაინდები თითქოს თავს იკავებდნენ ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობისგან, თუმცა მას შემდეგ, რაც რამდენიმე სახელოვანი რაინდი შეუერთდა ჯვაროსნებს, მათმა რიცხვმა გეომეტრიული პროგრესიით დაიწყო ზრდა. საბოლოოდ ექვსი დიდი არმია შეიკრიბა. ორი არმია განლაგებული იყო საფრანგეთის ჩრდილოეთში. ერთს მეთაურობდა რობერტ II ნორმანდიელი, ინგლისის მეფის უილიამ II-ის ძმა, ხოლო მეორეს გოტფრიდ ბულიონელი. იტალიაში და კონსტანტინოპოლში კი – ბოემონდ I-ს მეთაურობით. სწორედ ბიზანტიის დედაქალაქში უნდა მომხდარიყო ჯვაროსანთა შეკრება და შემდეგ უნდა განხორციელებულიყო შეტევა თურქთა ქალაქებზე. ლაშქრობის მეთაური, ანუ მთავარსარდალი კი ბიზანტიის იმპერატორი ალექსი I კომნენოსი უნდა ყოფილიყო. პაპმა ლაშქრობის დაწყების დღედ 15 აგვისტო გამოაცხადა, თუმცა ამ თარიღამდე ერთი თვით ადრე მცირე რაოდენობის „წარჩინებულთა“ არმიამ თავისი გზით დაიწყო სვლა. მათი ლიდერი ქარიზმატული რაინდი პიტერი იყო. ის იმ დროისთვის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ჯვაროსნად ითვლებოდა. თავის არმიაში მან უდიდესი ენთუზიაზმი ჩანერგა და იერუსალიმისკენ დაიძრა მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ იცოდა სად მდებარეობდა ეს ქალაქი. თურქეთის ტერიტორიაზე გადასვლამდე მან ადგილობრივ ქრისტიანებთანაც მოასწრო დაპირისპირება. კონფლიქტის ძირითადი მიზეზი საკვები იყო, თუმცა საქმე არ გართულებულა. რამდენიმე დღის შემდეგ „წარჩინებულთა“ არმია თურქ-სელჩუკთა უზარმაზარი და გამოცდილი ჯარის პირისპირ დადგა. აგვისტოს ბოლოსთვის პიტერის არმიის უდიდესი ნაწილი უკვე განადგურებული იყო. თავად პიტერი და 50 რჩეული რაინდი თურქულ ქალაქ ცივეტოტთან დამარცხდნენ მუსლიმი მშვილდოსნების მიერ.

ლაშქრობის დაწყება

 
ჯვაროსნების კონსტანტინოპოლში შესვალა, ჟან ფუკე

ოთხი მთავარი არმია ჯვაროსნების გეგმის მიხედვით დაიძრა კონსტანტინოპოლისკენ აგვისტოს შუა რიცხვებში. პირველი, ვინც ბიზანტიის დედაქალაქის კედლებს მიადგა გოტფრიდ ბულიონელის ჯარისკაცები იყვნენ, შემდეგ გამოჩნდნენ რაიმუნდ IV ტულუზელისა და ბოემუნდ ტარანტელის არმიელები. იმპერატორი ალექსი იდეალური მზადყოფნით შეხვდა ევროპელებს, ამიტომაც ინციდენტების რიცხვი მინიმალური იყო. 1097 წლის აპრილისათვის უკლებლივ ყველა ჯვაროსნის ადგილსამყოფელი ბიზანტიის დედაქალაქი იყო. მათ საერთო რაოდენობაზე სხვადასხვა ინფორმაცია არსებობს. ყველაზე სარწმუნო წყაროს მიხედვით ჯვაროსანთა რიცხვი 35 000 მეომარს შეადგენდა. მათგან 5 000 კავალერისტი იყო. ყველაზე მეტი ჯარისკაცი რაიმონდ ტულუზელმა ჩაიყვანა - 8 500 კაცი, აქედან 1 200 კავალერისტი. ჯვაროსნები დარწმუნებული იყვნენ, რომ მათ სათავეში ალექსი I ჩაუდგებოდა, თუმცა იმპერატორმა ფორმალური ლიდერობა ითავა, ისიც მანამ, სანამ ჯვაროსნები ბიზანტიის საზღვრებს გასცდებოდნენ. ის შეხვდა სარდლებს და გაუზიარა თურქებთან ბრძოლის გამოცდილება. აგრეთვე დახმარება აღუთქვა საკვების მიწოდების საკითხში. მან სრულად გაუხსნა საზღვრები ჯვაროსნებს და დაჰპირდა, რომ უკან დაბრუნებისას მათ არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდათ.

ნიკეას ალყა

 

1097 წლის პირველ ნახევარში ჯვაროსნები სალაშქროდ დაიძრნენ. პირველი სამიზნე ნიკეა იყო, ძველად ბიზანტიელთა ქალაქი, იმ დროისთვის კი რუმის სასულთნოს დედაქალაქი, რომელსაც ქილიჩ-არსლან I მართავდა. არსლანი იმ დროისთვის არ იმყოფებოდა ნიკეაში, იგი ოჯახთან ერთად ცენტრალური ანატოლიის ერთ-ერთ ქალაქში იყო. ჯვაროსნებმა ნიკეას ალყა შემოარტყეს. როგორც კი ეს ამბავი არსლან I-მა გაიგო, მაშინვე დაბრუნდა ნიკეაში და თავისი ჯარით შეუტია ევროპელებს. მუსლიმები დამარცხდნენ, ისინი გაოცებულნი იყვნენ მტრის სიმრავლით. არსლან I ნიკეის ციხესიმაგრეში ჩაიკეტა. ზუსტად ერთ თვეში ჯვაროსნებმა იმპერატორის გეგმის დახმარებით შეძლეს ქალაქში შესვლა. ნიკეა ბიზანტიას დაუბრუნდა, ჯვარონსებმა კი სვლა განაგრძეს.

ანტიოქიის ალყა

რამდენიმე მცირე მუსულმანური ჯარის განადგურების შემდეგ ევროპელები ანტიოქიის ციხესიმაგრეს მიადგნენ. ეს იყო ბოლო დიდი ქალაქი იერუსალიმის გზაზე. 1097 წლის 10 ოქტომბერს ჯვაროსნებმა ალყა შემოარტყეს ანტიოქიას. ასეთი სიტუაცია კიდევ ერთ თვეს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ორი დიდი ბრძოლა შედგა. ორივე შეტაკება „პილიგრიმმა მეომრებმა“ მოიგეს. ამ გამარჯვებებმა უდიდესი როლი ითამაშა ანტიოქიის აღების საქმეში.

იერუსალიმის ალყა (1099).

 

1099 წლის 7 ივნისს ჯვაროსნებმა იერუსალიმს ალყა შემოარტყეს. წმინდა ქალაქამდე მხოლოდ 12 000-მა კაცმა მიაღწია დანარჩენი ან ბრძოლაში დაიღუპა ან აღებულ ქალაქებში დარჩა. აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროპელები დახმარებას იღებდნენ მეომრების სახით, ძირითადად ბიზანტიიდან, და საჭმელ-სასმელი არ აკლდათ.

საბოლოოდ, 1099 წლის 15 ივლისს ხის კოშკების და სხვა ხერხების დახმარებით აღთქმული მიწა ქრისტიანების ხელში გადავიდა. ჯვაროსანთა მორწმუნე ნაწილი იერუსალიმში პილიგრიმის ტანისამოსით შევიდა. თუმცა ასეთები ძალიან ცოტანი იყვნენ. ქრისტიანმა მეომრებმა ქალაქში ნამდვილი სასაკლაო მოაწყვეს, დახოცეს 10 000 ადამიანი. მიწა სისხლით იყო გაჟღენთილი. ერთ-ერთი თვითმხილველი წერს:

„იმ შემთხვევაში თუ შენ იქ იქნებოდი ნახავდი, რომ ჩვენ, ჯარისკაცებს ფეხები მუხლამდე შეღებილი გვქონდა წითლად, დახოცილთა სისხლით. მე ეს ძალიან არ მინდოდა, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემეძლო.“

რამდენიმე დღეში ხოცვა-ჟლეტა შეწყდა, რადგან უბრალოდ აღარავინ იყო მოსაკლავი. დაიწყო ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბება.

 
ანალიტიკა
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.