USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
პირველი აპრილიდან ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი ამოქმედდება
თარიღი:  916

პირველი აპრილიდან ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი ამოქმედდება. დაგეგმილი სიახლე თბილისის მერმა კახა კალაძემ და ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დღეს საზოგადოებას გააცნეს.

კახა კალაძის თქმით, ეს პროცესი 2018 წლიდან დაიწყო და პირველ ეტაპზე ლიცენზიები გაიცა. მეორე ეტაპზე, 2019 წლიდან ძალაში შევიდა რეგულაცია მარჯვენასაჭიანი და განსხვავებული ფერის ავტომანქანების შეზღუდვაზე და ტაქსები ორ კატეგორიად გაიყო. მესამე ეტაპზე ლიცენზია უვადო გახდება და მფლობელის საკუთრება იქნება.

„ეს ნებართვა პირველი აპრილიდან იქნება თქვენი საკუთრება. მეტ ლიცენზიას, ნებართვას დედაქალაქის მუნიციპალიტეტი აღარ გასცემს. ვნახეთ, როგორ რეგულირდება ეს საკითხი ევროპულ ქვეყნებში. ალბათ, ვინც ამ მიმართულებით მუშაობთ, ჩემზე მეტი ინფორმაცია გაქვთ და იცით, რომ ტაქსის ნებართვები აღარ არსებობს საერთოდ. ის ოჯახებიდან გადაეცემა იმ ადამიანებს, ვისაც თავის დროზე აღებული აქვს ნებართვა. თუ ადამიანს არ აქვს სურვილი, ამ ნებართვით გააგრძელოს საქმიანობა, ვქმნით შესაბამის პლატფორმას, სადაც შეეძლებათ, ამ საქმიანობის ლიცენზია გამოიტანოს და ივაჭროს. ნებართვა 1 000 და 2 000 ლარი კი არ ეღირება, არამედ გაცილებით მეტი. ამას ცხადია, გარკვეული დრო დასჭირდება. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, ხელში მნიშვნელოვანი აქტივი გქონდეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ტაქსის ნებართვის ფლობისა და გასხვისების შესაძლებლობებზე ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემაც ისაუბრა.

„2023 წლის პირველი აპრილიდან, მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტი A კატეგორიის ტაქსის ნებართვების გაცემას შეწყვეტს, ნებისმიერი პირი, ვისაც სურს, მსგავს ნებართვას ფლობდეს, მას შეძენის ან იჯარის გზით, მხოლოდ იმ პირებისგან მიიღებს, ვინც მსგავსი ტიპის ნებართვას საკუთრებაში უკვე ფლობს. ტრანზაქციებში, ასევე, ერთვებიან იურიდიული პირები. პირველი აპრილიდან განახლდება და ამოქმედდება ელექტრონული ვებგვერდი www.taxi.tbilisi.gov.ge, სადაც ყველა ტრანზაქციის შესრულება იქნება შესაძლებელი: ყიდვა-გაყიდვა, იჯარით გაცემა, ნებართვის მართვა, პირადი პროფილის მართვა, კუთვნილ ნებართვაზე იჯარით გათვალისწინებული მძღოლის ან სატრანსპორტო საშუალების მიბმა ან მოხსნა. დეტალური ინსტრუქციისთვის შედგენილია სპეციალური ვიდეოგზამკვლევი, რომელიც თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე, www.taxi.tbilisi.gov.ge-ზე განთავსდება“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

მისი განმარტებით, მიმდინარე წლის 20 მარტიდან მუნიციპალიტეტი არსებული, ძველი სისტემით, A კატეგორიის ნებართვების გაცემას შეწყვეტს.

„პირველი აპრილიდან მუნიციპალიტეტი ახალი სისტემით გათვალისწინებულ, A კატეგორიის ნებართვას გასცემს ყველა იმ ფიზიკურ პირზე, რომელიც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ნებისმიერ პერიოდში, თუნდაც ერთხელ მაინც ფლობდა A კატეგორიის ნებართვას, ერთ ფიზიკურ პირზე ერთი ნებართვის პრინციპით“, - აღნიშნა ვიცე-მერმა.

როგორც ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, პირველი აპრილიდან გაცემული ახალი, A კატეგორიის ტაქსის ნებართვა საჭიროებს მიმღების მიერ აქტივაციას, რომლის ვადად განსაზღვრულია 2023 წლის პირველი აპრილიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე პერიოდი.

„პირველი აპრილიდან საჭიროა ნებართვის აქტივაცია. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ იმავე ვებგვერდზე ან მუნიციპალიტეტის ნებისმიერი მომსახურების ცენტრში. აქტივაციის ვადა განსაზღვრულია ერთი წლით - 2023 წლის პირველი აპრილიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე. იმ შემთხვევაში, თუ აქტივაციის ვადის განმავლობაში, არ მოხდება ნებართვის გააქტიურება, ის ავტომატურად გაუქმდება. A კატეგორიის ნებართვის საფასური, რომელიც დღეს გვაქვს დადგენილი წლიურად, უცვლელი რჩება - დაანგარიშდება დღიურ ბაზისზე და წლიურ ჭრილში არ შეიცვლება. ფიზიკური პირები, რომლებიც დღემდე ახორციელებენ ან სურვილი აქვთ განახორციელონ A კატეგორიით გათვალისწინებული მომსახურება, მაგრამ არასდროს აუღიათ ნებართვა, ახალი სისტემით გათვალისწინებულ ნებართვას მიიღებენ მაშინ, თუ 20 მარტამდე, ძველი სისტემით გათვალისწინებულ A კატეგორიის ნებართვას აიღებენ. აქტივაცია შესაძლებელია ორი მეთოდით: პირი, რომელიც ტაქსით მომსახურებას ეწევა, ახალ ნებართვას პირდაპირ მიაბამს თეთრ ავტომობილს და ნებართვა გააქტიურდება, მაგრამ პირი, რომელიც დღეს არ არის ან აღარ არის ტაქსის მძღოლი, თუმცა, აქვს ნებართვა და მას უბრალოდ ინახავს, ეს იქნება ფასიანი - დღეში 3 ლარი“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ამასთან, ვიცე-მერის თქმით, დღემდე არსებული A კატეგორიის ნებართვები ვადას ინარჩუნებს. რაც შეეხება B კატეგორიის ტაქსის ნებართვას, აქამდე არსებული ყველა წესი რჩება უცვლელი. გარდა ამისა, რეფორმა არ ითვალისწინებს A კატეგორიის ტაქსებისთვის ავტომობილებზე ასაკობრივი შეზღუდვის შემოღებას ან დამატებითი მოსაკრებლის დაწესებას.

პრეზენტაციაზე ასევე გაირკვა, რომ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს პირველი აპრილიდან მგზავრების აყვანა-ჩამოსმა ავტობუსის ზოლშიც შეეძლებათ.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, თბილისის მერია აღნიშნულ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მუშაობს.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები.

 
მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის