USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
თბილისი
პირველად ისტორიაში აშშ-ის ყველა შტატი უბედურების ზონად გამოცხადდა
თარიღი:  2068

კორონავირუსის გავრცელების გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაიომინგის შტატში უბედურების ზონად გამოცხადების გადაწყვეტილება დაამტკიცა, რაც ნიშნავს, რომ აშშ-ის ისტორიაში, პირველად, ყველა შტატი უკვე ერთდროულად მოექცა უბედურების ზონის ფარგლებში.

თეთრი სახლის ინფორმაციით, უბედურების ზონად გამოცხადების შემთხვევაში შტატებს და ადგილობრივ მთავრობებს, ასევე არაკომერციულ ორგანიზაციებს საშუალება ეძლევათ ფედერალური დაფინანსება მიიღონ.

შტატის მთავრობებს, ასევე, დაეხმარებიან ფედერალური რესურსებით, როგორებიც არის საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტო და არმიის საინჟინრო კორპუსი. გადაწყვეტილება ქვეყანაში მას შემდეგ მიიღეს, რაც გარდაცვლილთა რიცხვმა 20 000-ს გადააჭარბა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობამ - ნახევარ მილიონს.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის