USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
„პირველად აშშ-ის ისტორიაში - პრეზიდენტის შვილს იარაღთან დაკავშირებული კრიმინალური ბრალი წარედგინა: ჯო ბაიდენის ვაჟი ჰანტერ ბაიდენი სისხლის სამართლის დანაშაულშია ბრალდებული“
дата:  1097

ბრიტანული საინფორმაციო სააგენტოს „როიტერის“ (Reuters) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პირველად აშშ-ის ისტორიაში - პრეზიდენტის შვილს იარაღთან დაკავშირებული კრიმინალური ბრალი წარედგინა: ჯო ბაიდენის ვაჟი ჰანტერ ბაიდენი სისხლის სამართლის დანაშაულშია ბრალდებული“ (ავტორი - სარა ლინჩი და ჯარედ რენშოუ).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ხუთშაბათს, შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შვილ ჰანტერ ბაიდენს კრიმინალური ბრალი წაუყენეს, რომ მოატყუა იარაღის გამყიდველი, რათა მისთვის ცეცხლსასროლი იარაღი მიეყიდა. ეს პირველი შემთხვევაა აშშ-ის ისტორიაში, როდესაც თანამდებობაზე მყოფ პრეზიდენტის შვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა ხდება.

დელავერის შტატის საოლქო სასამართლო მართლაც უპრეცედენტო ბრალდებებს  იხილავს. ბრალდება ისეთი სკანდალურია, რომ არსებობს თითქმის სრული გარანტია იმისა, რომ სასამართლოს დარბაზში მიმდინარე განხილვა უდიდეს როლს შეასრულებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში: ჰანტერ ბაიდენის მამა - 80 წლის ჯო ბაიდენი ცდილობს მეორე ვადით იქნას არჩეული პრეზიდენტად და ამით კიდევ ერთი მატჩ-რევანში განახორციელოს 77 წლის კონკურენტის, ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ, რომელსაც, თავის მხრივ, ოთხი სისხლის სამართლებრივი ბრალდება აქვს წაყენებული.

ბრალდება ხუთშაბათს, დელავერში, შეერთებული შტატების საოლქო სასამართლოში გაფორმდა და ჰანტერ ბაიდენს ბრალი სამ კრიმინალურ ეპიზოდში ედება, რაც დაკავშირებულია მის ტყუილთან იმ ფაქტის შესახებ, რომ იმ დროს ის უკანონო ნარკოტიკებს მოიხმარდა, რაც კანონის შესაბამისად მას ცეცხლსასროლი იარაღის ფლობას აუკრძალავდა.

ცოტა ხნის წინ დანიშნულ საგანგებო პროკურორ დევიდ ვაისის მიერ ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ წარმოდგენილ ახალ ბრალდებებში, ამერიკული საგადასახადო კანონის დარღვევის შესახებ არაფერია ნათქვამი. ადრინდელი შეთანხმების საფუძველზე, 53 წლის ჰანტერ ბაიდენს შეეძლებოდა თავი დამნაშავედ ეცნო ორ არა კრიმინალურ საგადასახადო დარღვევაზე და ჩაწერილიყო პროგრამაში, რათა იარაღთან დაკავშირებული სამართლებრივი დევნა თავიდან აეცილებინა. ივლისში, სასამართლო მოსმენაზე ეს შეთანხმება ჩავარდა.

პროკურორებმა უმცროს ბაიდენს ბრალი დასდეს, რომ იცრუა ნარკოტიკების მოხმარების შესახებ, როდესაც 2018 წლის ოქტომბერში „Colt Cobra” რევოლვერი შეიძინა.

ეს მოხდა ორ დღეში მას შემდეგ, რაც წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელებმა ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხზე მოკვლევა დაიწყეს, რომელიც ჰანტერ ბაიდენის უცხოურ ბიზნეს გარიგებებს შეეხება.

ამასთან, როგორც ზოგიერთი ექსპერტმა-იურისტი აცხადებს, ნებისმიერი ბრალდება, რომელიც ცეცხლსასროლ იარაღთან არის დაკავშირებული და ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ არის მიმართული, შეიძლება სადაო გახდეს კონსტიტუციის საფუძველზე იმის შემდეგ, რაც გასულ წელს აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ თავისი ცნობილი დადგენილებით გააფართოვა იარაღის ტარების უფლება კონსტიტუციის მეორე შესწორების საფუძველზე, რომელიც იარაღის ტარების უფლებას უზრუნველყოფს.

წყარო: https://www.reuters.com/world/us/bidens-son-hunter-hit-with-criminal-gun-charge-us-special-counsel-probe-2023-09-14/

 

 

 

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати