USD 3.1181
EUR 3.6582
RUB 4.2765
თბილისი
"პენცენტრი" კონკურს "ლიტერასთან" დაკავშირებით თეა წულუკიანს მიმართავს
თარიღი : 07.30.2021 08:46  180

პენცენტრის პრემია „ლიტერასთან“ დაკავშირებით საგანგებო განცხადებახ ავრცელებს: 

ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ წელს პირველად დადგა დიდი გამოწვევის წინაშე. კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრემიის ჟიურიში თავისი წარმომადგენელი, მინისტრის მრჩეველი მიავლინა. აქამდე „ლიტერას“ ჟიური ყოველწლიურად იცვლებოდა. ჟიურის წევრები იყვნენ მწერლები, ლიტერატურათმცოდნეები, კრიტიკოსები, მთარგმნელები. მიუხედავად იმისა, რომ პრემიას სახელმწიფო აფინანსებდა, დღემდე არავინ ერეოდა „ლიტერას“ საქმიანობაში. პრემია თავისუფალი იყო პოლიტიკური კონიუნქტურისაგან.ახლა ეს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. წულუკიანმა კულტურული ჟანდარმერიის შემოყვანა გადაწყვიტა და მოინდომა კულტურაზე კონტროლის ყველაზე ბნელი ტოტალიტარული ტრადიციების აღდგენა. 

მიგვაჩნია, რომ მინისტრის მსგავსი თავხედური ჩარევა ლიტერატურულ პროცესში მწერლებისთვის და ჟიურის წევრებისთვის შეურაცხმყოფელია. მწერლებიც და ჟიურიც თავისუფალნი უნდა იყვნენ ყოველგვარი პოლიტიკური კონტროლის მცდელობისაგანაც კი. ამ პრემიის რეპუტაციას განსაზღვრავენ მასში მონაწილე მწერლები და გადაწყვეტილების მიღების თავისუფალი, დემოკრატიული პროცესი: გადაწყვეტილებას იღებენ აღიარებული პროფესიონალები და არა პარტიული ერთგულების ნიშნით შერჩეული დილეტანტი ჩინოსნები. მადლობას ვუხდით იმ მწერლებს და ჟიურის წევრებს, რომლებმაც პროტესტის ნიშნად უკვე დატოვეს „ლიტერა“. 

 

დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სია გაიზრდება. მოვუწოდებთ თეა წულუკიანს, დაუყოვნებლივ გაიწვიოს მის მიერ დანიშნული „ლიტერას“ ჟიურის წევრი, შეწყვიტოს მისთვის სრულიად უცხო სფეროში ცენზურის დაწესების მცდელობა და მწერლების პარტმუშაკებად ქცევაზე ოცნება. ჩვენ, ქართველი მწერლები, მთარგმნელები, ლიტერატურათმცოდნეები, კრიტიკოსები, გამომცემლები, ერთმანეთისგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ამ საკითხში ერთიანნი ვართ და ვიქნებით. ჩვენ არ დავუშვებთ ქართულ მწერლობაზე პარტიული კონტროლის დაწესებას. ხელმოწერები (განახლებადია):

 

1. პაატა შამუგია

2. ზაალ ანდრონიკაშვილი

3. ნინო სურამელაშვილი

4. ნატო დავითაშვილი

5. დალილა გოგია

6. ნათია გიორგაძე

7. რუსუდან რუხაძე

8. ეკა ქევანიშვილი

9. გიორგი ლობჟანიძე

10. დარეჯან კიკოლიაშვილი

11. რატი მუჯირი

12. ბექა ქურხული

13. დავით ქაშიაშვილი

14. ბელა ჩეკურიშვილი

15. ხათუნა ცხადაძე

16. მაია ბადრიძე

17. ლანა კალანდია

18. არჩილ ქიქოძე

19. ანა კოპალიანი

20. ბექა ადამაშვილი

21. გია გოკიელი

22. მანანა მათიაშვილი

23. ქეთი ნიჟარაძე

24. ირაკლი კაკაბაძე

25. გიორგი შონია

26. დიანა ანფიმიადი

27. ირმა შიოლაშვილი

28. ნატო ინგოროყვა

29. ნათია მიქელაძე

30. ოთარ ჯირკვალიშვილი

31. ბესო სოლომონაშვილი

32. შოთა იათაშვილი

33. ლელა ცუცქირიძე

34. ერეკლე დეისაძე

35. ზურაბ პაპიაშვილი

36. მაია ალუდაური

37. მალხაზ ხარბედია

38. მაია კუდავა

39. ზვიად კვარაცხელია

40. ვასილ გულეური

41. თამთა მელაშვილი

42. გურამ მაცხონაშვილი

43. ნიკა ლაშხია

44. ლელა სამნიაშვილი

45. ნიკა ჩერქეზიშვილი

46. მაკა ლდოკონენი

47. გვანცა ჯობავა

48. ბათუ დანელია

49. ელენე კვირკველია

50. ალეკო შუღლაძე

51. ნესტან ნენე კვინიკაძე

52. თეონა დოლენჯაშვილი

52. დავით რობაქიძე

53. დავით გაბუნია

54. თამარ ბართაია

55. ჯიმშერ რეხვიაშვილი

56. ივა ფეზუაშვილი

57. ლაშა ბუღაძე

58. ქარდა ქარდუხი

59. ნენე გიორგაძე

60. რეზო გეთიაშვილი

61. ეკატერინე ტოგონიძე

62. დათო გორგილაძე

63. ტორესა მოსი

64. სალომე ბენიძე

65. ნინო ამირეჯიბი რთველიაშვილი

66. მაია ლიპარტელიანი

67. თორნიკე სიბაშვილი

68. ლადო კილასონია

69. გაგა ნახუცრიშვილი

70. ზურა აბაშიძე

71. ლელა დუმბაძე

72. ელის დოჯსონი

73. მიხეილ ციხელაშვილი

74. მათე სარალიშვილი

75. ირაკლი ლომოური

76. შორენა ლებანიძე

77. ტატო ჰენკელი

78. ლექსო ქურხული

79. გიგა ბერიაშვილი

ბიზნესი
საქართველოში შიდა ტურიზმი გაორმაგდა

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2021 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში შიდა ტურიზმის მოცულობა გაორმაგდა. სტატისტიკის თანახმად, 15 წლის და უფროსი ასაკის ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 1,415,000 იყო, რაც წინა წელთან შედარებით 109%-ით მეტია. 

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, განხორციელებულ ვიზიტებს შორის ტურისტული ვიზიტი (ვიზიტი, რომლის დროსაც ვიზიტორი 1 ღამით მაინც დარჩა ვიზიტის ადგილზე) 654,500 იყო, რაც წინა წელთან შედარებით 112%-ით მეტია. დანარჩენი ვიზიტები კი ექსკურსიულ ხასიათს ატარებდა, რა დროსაც ვიზიტორები ვიზიტის ადგილზე 1 დღეზე ნაკლები დროით დარჩნენ. 

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 44.1 პროცენტი ქ. თბილისის მაცხოვრებელია, 11.6 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 11.2 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.

2021 წლის მეორე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (47.0 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.

მიზნობრიობის მიხედვით, ვიზიტები ასე ნაწილდება:

მეგობრების/ნათესავების მონახულება - 47%;
მეორე სახლის მონახულება (აგარაკი და სხვა) - 17.5%;
შოპინგი - 14.1%;
მკურნალობა, გაჯანსაღება - 7.8%;
დასვენება, გართობა, რეკრეაცია - 7%;
პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა - 3.1%;
რელიგია/მომლოცველობა - 1.6%;
განათლების მიღება - 0.1%;
სხვა - 1.8%.

ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ქ. თბილისში (საშუალოდ 316.2 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 253.9 ათასი ვიზიტი თვეში).

2021 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 203.4 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 128.1 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 8.9 პროცენტით და 143.7 ლარს უტოლდება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით ხელისუფლება კარგად მართავს კოვიდ სიტუაციას თუ არა?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.