USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
პეკინის გამზირზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
თარიღი:  758

 საბურთალოს რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტი რეკრეაციული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციაა. ამჯერად, ინფრასტრუქტურული პროექტი პეკინის გამზირზე N33,35,37 და 39ა კორპუსების მიმდებარედ ხორციელდება. 

5 000 კვ.მ ფართობზე დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყობა სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონები, განათებისა და სარწყავი ქსელები. ტერიტორია გამწვანდება, დაიგება რულონური ბალახი და დაირგვება 500-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.  გარდა ამისა, აღნიშნულ მისამართზე საფეხბურთო და საკალათბურთო სპორტული მოედნებიც განახლდება. 

პროექტის ჯამური ღირებულება 1 500 000 ლარია და მას გამგეობის კონტრაქტორი კომპანია "მონოლითი 2005" ახორციელებს. 

მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი, საკრებულოს საბურთალოს რაიონის  მაჟორიტარი ავთანდილ ცინცაძე, საკრებულოს დეპუტატი თათია ჩახვაშვილი გაეცნენ და პროექტი  მოსახლეობასთან განიხილეს.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის