USD 2.6925
EUR 3.1481
RUB 3.5900
თბილისი
პეკინის N19-21-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
თარიღი:  236
პროექტის ფარგლებში, 2 900 კვ. მ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.

პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, ასევე გამოიცვალა წყლისა და წყალარინების ქსელი და განხორციელდა სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები.
პროექტის ჯამური ღირებულება 647 969 ლარია.
 
 მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და თბილისის საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი 06 ოლქში არჩილ ნიჟარაძე გაეცნენ.
 
მსოფლიო
ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 84 დაშავდა

დასავლეთ ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 84 დაშავდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამგზავრო მატარებლისა და შორ მანძილზე მოძრავი სამგზავრო მატარებლის შეჯახება ბეკასიში მოხდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქისა და მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის, ჯაკარტას აღმოსავლეთით მდებარეობს.

ქვეყნის სამძებრო-სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოჰამედ სიაფიიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაცია გრძელდება და რომ დამტვრეული ვაგონებიდან გადარჩენილების გამოყვანა დელიკატური პროცესია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის