USD 2.7321
EUR 3.1162
RUB 3.4675
Tbilisi
პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 8 თებერვალს აღმაშენებლის გამზირიდან წმინდა სამების საკათედრო ტაძრამდე საზეიმო მსვლელობა მოეწყობა
Date:  326

პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 8 თებერვალს აღმაშენებლის გამზირიდან წმინდა სამების საკათედრო ტაძრამდე საზეიმო მსვლელობა მოეწყობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ ავრცელებს.

მსვლელობის ორგანიზატორები არიან საქართველოს საპატრიარქო და „დავითიანნი“.

„პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 8 თებერვალს, 13:30 საათზე, დაიწყება საზეიმო მსვლელობა აღმაშენებლის გამზირიდან (24-ე სკოლიდან) სამების ტაძრამდე, სადაც მოეწყობა საზეიმო ღონისძიება და გადახდილი იქნება პარაკლისი. ერთად აღვნიშნოთ დავითობა - საქართველოს ოქროს ხანის დასაწყისიდან 900 წელი. შემოგვიერთდით!“, - აცხადებენ ახალგაზრდულ მოძრაობაში „დავითიანნი“.

tbilisi
სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება
გლდანის რაიონის გამგეობა სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
 
ღნიშნულ მისამართზე არსებული ძველი კედელი ფრაგმენტულად ჩამოიშალა, რამაც სავალი ნაწილის დაზიანებაც გამოიწვია. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, განხორციელდა დაზიანებული გრუნტის დამჭერი კედლის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა დაიწყო. მშენებარე კედლის სიგრძე 15 მეტრია, სამუშაოებისთვის კი გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 68 000 ლარი დაიხარჯება.
 
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way