USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
თბილისი
პატრიარქი საზოგადოებას საყოველთაო რეფერენდუმისა და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს ულოცავს
თარიღი:  914

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოსახლეობას საყოველთაო რეფერენდუმისა და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს ულოცავს.

„დღევანდელი დღე უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, რადგან 33 წლის წინ, 31 მარტს, საყოველთაო რეფერენდუმის (მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩატარებულის) საფუძველზე მოხდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტის მიღება.

საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა სწორედ ამ მოვლენებს ეყრდნობა, რაც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, მაშინდელი უზენაესი საბჭოს, ჩვენი ერისა და, საერთოდ, საქართველოს მთელი მოსახლეობის დამსახურებაა.

გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს.

გილოცავთ ბატონ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს. ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს“, - აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მისალოც წერილში.

 

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის