USD 2.6979
EUR 3.1619
RUB 3.3504
Тбилиси
პატრიარქი მრევლს - დღეს უნდა წაიღოთ სახლებში ეს ნაკურთხი წყალი და ასხუროთ კარ-მიდამოს, შვილებს, ოჯახს და მადლი ღვთისა უხვად გარდამოვა თქვენზედა
дата:  819

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს კურთხევა მისცა, ნაკურთხი წყალი სახლებსა და კარ-მიდამოს აპკურონ. ამის შესახებ პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას თქვა.

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. მადლი ღვთისა გფარავდეთ თქვენ, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს. დღეს უნდა წაიღოთ სახლებში ეს ნაკურთხი წყალი და ასხუროთ კარ-მიდამოს, შვილებს, ოჯახს და მადლი ღვთისა უხვად გარდამოვა თქვენზედა, არ მოგაკლოთ ღმერთმა მადლი ღვთისა“, - ბრძანა პატრიარქმა.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდა.

ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება განცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა.

ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.

Тбилиси
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

более
голосование
Кстати