USD 2.6162
EUR 3.0233
RUB 3.1105
Tbilisi
პატრიარქი ახალ ვირუსზე - "ეს ყველაფერი იმისთვისაა, რომ განმტკიცდეს ჩვენი სარწმუნოება" (ვიდეო)
Date:  1365

გამოჩნდა ახალი ვირუსი და მრავალი ადამიანი შეშინებულია ამ ვირუსისგან. ზოგიერთმა დაარქვა “სიკვდილის ვირუსი”. ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ განმტკიცდეს სარწმუნოება, განმტკიცდეს ლოცვა ჩვენი, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

პატრიარქმა მრევლს კურთხევა მისცა მათ კარ-მიდამოს და შვილებს დილა-საღამოს ნაკურთხი წყალი ასხურონ.

“ჩვენც დღეს ვლოცულობთ, რომ მშვიდობა და წყალობა ღვთისა არ მოგვაკლდეს ჩვენ. გამოჩნდა ახალი ვირუსი და მრავალი ადამიანი შეშინებულია ამ ვირუსისგან. ზოგიერთმა დაარქვა “სიკვდილის ვირუსი”. ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ განმტკიცდეს სარწმუნოება, განმტკიცდეს ლოცვა ჩვენი. გეძლევათ ლოცვა კურთხევა, რომ ყოველ დილას და საღამოს ასხუროთ თქვენ კარ-მიდამოს ეზოს, შვილებს და ღმერთი იქნება თქვენი მფარველი”,- განაცხადა ქადაგების დასრულების შემდეგ ილია მეორემ.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way