USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
თბილისი
პარტია „ლელო“ ინიციატივით გამოდის, საქართველოსა და რუსეთის სპეციალური სამსახურების სავარაუდო კავშირების თაობაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას
თარიღი:  755

პარტია „ლელო" ინიციატივით გამოდის, რომ საქართველოსა და რუსეთის სპეციალური სამსახურების სავარაუდო კავშირების თაობაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას. როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, "ლელო" დღესვე დაიწყებს კონსულტაციებს სხვა საპარლამენტო ფრაქციებთან საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად, რომ პარლამენტის წევრების ხელმოწერების საჭირო რაოდენობა შეგროვდეს.

"10 სექტემბერს დამოუკიდებელ ტელევიზია "ტვ პირველის" ეთერში გავიდა ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების, მათ შორის ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის და რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლების სისტემატური თანამშრომლობის შესახებ. ჟურნალისტური გამოძიების მასალებიდან დგინდება, რომ აღნიშნული თანამშრომლობის მიზნები, სავარაუდოდ, ეწინააღმდეგება, როგორც საქართველოს კანონმდებლობას და სახელმწიფო ინტერესებს, ასევე საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. კერძოდ, იკვეთება თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი რამდენიმე სავარაუდო დანაშაული, როგორიცაა ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკებების წარმოება, საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა, უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, ჯაშუშობა, უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება და სხვა.

შეგახსენებთ ფაქტებს - ჟურნალისტებისათვის სუს-ის ყოფილი თანამდებობის პირების მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს დღევანდელი შინაგან საქმეთა მინისტრი და სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური, ფარულად ჩავიდა რუსეთის ტერიტორიაზე შეხვედრაზე და შემდგომ უმასპინძლა რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების მაღალი თანამდებობის პირებს თბილისში. თანამშრომლობის მიზანს, მოწმეთა ინფორმაციით, წარმოადგენდა საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალული ტვირთების გატარება, რუსეთის დაკვეთით, კონკრეტული რუსეთის მოქალაქეებისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება და მათი ბიზნეს საქმიანობის ხელშეწყობა, რუსეთის მმართველი რეჟიმისათვის არასასურველი პირების საქმიანობაზე კონტროლი და სხვა მიმართულებებით თანამშრომლობა.

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" მიიჩნევს, რომ ჟურნალისტურ გამოძიებაში გაჟღერებული ფაქტების დაუყოვნებლივი გამოძიება სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის გადაუდებელი აუცილებლობას წარმოადგენს. შესაბამისად, "ლელო" გამოდის ინიციატივით, შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომლის ამოცანა იქნება შეისწავლოს ჟურნალისტურ გამოძიებაში გახმაურებული ფაქტები.

მოუხედავად იმისა, რომ საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია, სავარაუდო დანაშაულის შესახებ, გამოძიების დაწყების საფუძველია, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ამ საქმეზე გამოძიების დაწყება, ნაკლებ სავარაუდოა. გამოძიების დაწყების შემთხვევაში, ობიექტურობის მოლოდინი კი, ფუჭია",-განაცხადა სამადაშვილმა.

მისი თქმით, ნათლად იკვეთება ნიშნები, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები მოწმეებზე ზეწოლის და ინფორმაციის დაფარვის მიზნით მოქმედებენ.

"ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, "ლელო" დღესვე დაიწყებს კონსულტაციებს სხვა საპარლამენტო ფრაქციებთან საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად პარლამენტის წევრების ხელმოწერების აუცილებელი რაოდენობის შეგროვების მიზნით",-განაცხადა სამადაშვილმა.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის