USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ და საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან „სირცხვილის კორიდორი“ აქვთ მოწყობილი
дата:  387

„მონა, მონა"- ამ შეძახილებით საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. მათ საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან „სირცხვილის კორიდორი“ აქვთ მოწყობილი.

სწორედ ამ შეძახილებისა და ე.წ. სირცხვილის კორიდორის ფონზე შედიან პარლამენტის შენობაში ახალი მოწვევის დეპუტატები. ცოტა ხნის წინ კი, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის მცირე დაპირისპირება იყო.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი დარჩებიან პარლამენტის შენობასთან მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. მათი თქმით, ამგვარ პროტესტს გააგრძელებენ იქამდე, ვიდრე არ დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

აქციაზე აქტივისტებმა ყვავილები მიიტანეს და პარლამენტის შესასვლელთან დაყარეს. მათი თქმით, ეს არის იმის სიმბოლო, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატებს "უკანასკნელ გზაზე აცილებენ".

პარლამენტის შენობის შესასვლელებთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати