USD 2.6979
EUR 3.1636
RUB 3.3780
Тбилиси
პარლამენტთან ლოზუნგით - “გაამკაცრე კანონი!”, “შეაჩერე ცხოველებზე ძალადობა” აქცია მიმდინარეობს
дата:  401

დაიცავი შენი მიკედლებული” - ამ ლოზუნგით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც შინაური ცხოველების უფლებების დამცველები და მეპატრონეები კანონის გამკაცრებას ითხოვენ.

მათ ადგილზე მოტანილი აქვთ პლაკატები წარწერით: “გაამკაცრე კანონი!”, “დასაჯე მკვლელი!”, “შეაჩერე ცხოველებზე ძალადობა”, “ცხოველებისთვის”.

აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი ყველა იმ პირის დასჯას ითხოვენ, ვინც მიუსაფარ ცხოველებს სასტიკად ეპყრობა.

“ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის დამნაშავეების დასჯა, კანონის გამკაცრება და ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში ცხოველების ხოცვა-წამების დასრულება. შესაბამისად, პარლამენტს მოვუწოდებთ, დროულად კანონი მიიღონ და ის გაამკაცრონ. შსს-ს მოვუწოდებ, ყველა დამნაშავე დააკავონ ბოლო 10 დღეში ცხოველების მიმართ გავრცელებული ძალადობის ფაქტებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციები გაგრძელდება, ვიდრე მიზანს არ მივაღწევთ”, - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, მიშა კაჭკაჭიშვილმა.

Тбилиси
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
более
голосование
Кстати