USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
პარლამენტში - „თავდაცვის კოდექსის“ განიხილვას დაპირისპირება და ურთიერთშეურაწყოფა მოყვა
Date:  261

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც „თავდაცვის კოდექსის“ განიხილავას ხმაური მოყვა.

დეპუტატებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „გირჩის“ წარმომადგენელმა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლას მონობა უწოდა.

პარტია „გირჩის“ აპარატის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ სამი წლის განმავლობაში „ბიბლიურ თავისუფლებაში“ მუშაობდა და ახალგაზრდებს ეხმარებოდა, რომ მარტივი გზა ეპოვათ და თავი დაეღწიათ იქიდან, სადაც ერთი წლის განმავლობაში „არა პატრიოტები, არამედ მონები“ იქნებოდნენ. ამ განცხადებას დაეთანხმა „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი და განაცხადა, რომ „როდესაც ადამიანს საკუთარი ნების წინააღმდეგ ამუშავებ, ეს მონობაა“.

„გირჩის“ წარმომადგენლებს აღნიშნული განცხადების გაკეთება სარჯველაძემ შეაწყვეტინა და მოუწოდა, რომ ნუ დაუძახებენ მონებს მათ, ვინც სამხედრო სამსახურს ახლაც იხდიან.

„ადამიანებს, რომლებიც ახლა იხდიან სამხედრო სამსახურს, მათ მონად ნუ მოიხსენიებთ. თავი შეიკავეთ ადამიანების შეურაცხყოფისგან. ჩემი კოლეგები ფინეთზე რომ საუბრობენ, იქ გაწვევას ეძახიან და საქართველოში მონობას. არ არის სწორი მონებს უწოდებდეთ მათ, ვინც გადიან სამხედრო სამსახურს კეთილსინდისიერად და იმ სერვისის მომხმარებლები არ არიან, რომელსაც თქვენ სთავაზობთ“,- განაცხადა სარჯველაძემ.

სიტყვიერ დაპირისპირებაში ჩაერთო თაკო ჩარკვიანიც, რომელმაც „გირჩის“ წევრების განცხადება გააკრიტიკა და თქვა, რომ მათგან საუბარი უნდა მიდიოდეს არა ჯარის გაუქმებაზე, არამედ „მაგარი ჯარის“ შეთავაზებაზე.

„იმის მაგივრად, ნორმალურ ჯარს ვთხოვდეთ ხელისუფლებას და რეფორმა მოხდეს, კი არ უნდა გააუქმო ჯარი, მაგარი ჯარი უნდა შესთავაზო და რას ლაპარაკობთ?“ - მიმართა ჩარკვიანმა „გირჩის“ წევრებს.

კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომაზე შესვენება გამოაცხადა, რა დროსაც დეპუტატებს შორის დაპირისპირება გაგრძელდა. მათ შორის, ერთმანეთს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა და გენშტაბის ყოფილმა უფროსმა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვლადიმერ ჩაიჩიბაიამ.

„შენ გგონია, რომ ვიღაცას „დააკაჩავებ,“ - მიმართა მეგრელიშვილმა ჩაჩიბაიას, რომელმაც შემდეგნაირად უპასუხა: „განახებ, შენ, რა შემიძლია“.

 

 

 

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way