USD 2.6946
EUR 3.1497
RUB 3.5590
თბილისი
პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსებასთან და უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს ცვლის
თარიღი:  175

პარლამენტს დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარედგინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსებასთან და უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს ცვლის. მთავრობის ინიციატივით ცვლილება ხუთ სხვადასხვა კანონში ხორციელდება.

წარდგენილი ცვლილებების გათვალისწინებით, კანონით აღარ განისაზღვრება დაფინანსების არსებული მოდელები - მათ შორის სახელმწიფო სასწავლო გრანტები და პროგრამული დაფინანსება. კანონებიდან ყველა იმ ნორმის ამოღება ხდება, რომელიც სახელმწიფო სასწავლო გრანტს და სამაგისტრო გრანტს ეხება. ამასთან, კანონით განისაზღვრება, რომ მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა სრულად სახელმწიფოს მიერ - მთავრობის მიერ დადგენილი დაფინანსების წესისა და პირობების შესაბამისად დაფინანსდება.

კანონის პროექტის მიხედვით, მთავრობა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით, ყოველწლიურად დაამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდებით, ასევე ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას - როგორც უნივერსიტეტის, ისე კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) მიხედვით. მთავრობა დაამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების წესსა და პირობებს.

გარდა ამისა, პროექტის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით, განსაზღვრავს იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმის) ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების უფლება უნივერსიტეტებს მიენიჭება.

საუნივერსიტეტო სისტემაში, გამონაკლისი სპეციალობების გარდა, 3+1+1 სისტემა ინერგება, სადაც 3 წელი ბაკალავრიატს დაეთმობა, ხოლო 1 წელი - მაგისტრატურას. ცვლილების თანახმად, აკადემიური უმაღლესი განათლების ფარგლებში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს.

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი იქნება და მისი სასწავლო კომპონენტი უნდა მოიცავდეს კრედიტებს.

მსოფლიო
დღეს აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ოფიციალურად დატოვებს

დღეს აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ოფიციალურად დატოვებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, აშშ-ის 2024-2025 წლებში ორგანიზაციაში შესატანი 260 მილიონი დოლარი ჯერჯერობით არ გადაუხდია.

აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, აშშ-მა ორგანიზაციის დატოვებამდე ყველა გადაუხდელი დავალიანება უნდა დაფაროს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-ის მიერ ორგანიზაციის დატოვების საკითხს ჯანმოს აღმასრულებელი საბჭო თებერვალში განიხილავს.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი გასულ წელს, თანამდებობის დაკავების პირველივე დღეს მოაწერა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის