USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Tbilisi
პარლამენტმა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა
Date:  713

პარლამენტმა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომიტეტებს უმრავლესობის შემდეგი წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ:

აგრარულ საკითხთა კომიტეტი - გელა სამხარაული

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი - რატი იონათამიშვილი

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი - გივი მიქანაძე

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი - მაია ბითაძე

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი - შოთა ბერეკაშვილი

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი - ირაკლი ზარქუა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი - ლევან მახაშვილი

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი - ალექსანდრე ტაბატაძე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი - გიორგი კახიანი

კულტურის კომიტეტი - გიორგი გაბუნია

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი - ირაკლი ქადაგიშვილი

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი - ნიკოლოზ სამხარაძე

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი - დავით მათიკაშვილი

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი - პაატა კვიჟინაძე

სპორტის კომიტეტი - ვიქტორ სანიკიძე

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი - ზაზა ლომინაძე

ამასთან, როგორც უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განმარტა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გიორგი კახიანი მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ორი კვირის შემდეგ კი, ამ პოსტს არჩილ გორდულაძე დაიკავებს, რომელიც პარლამენტში შემოვა, ხოლო გიორგი კახიანი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე იქნება არჩეული.

society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way