USD 2.6191
EUR 3.0214
RUB 3.1846
თბილისი
პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა
თარიღი:  1120

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. მომხრე 94 იყო, 1 კი წინააღმდეგი.

პროექტს მხარი ალექსანდრე ერქვანიამ არ დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს ბიძინა გეგიძემ, ლევან კობიაშვილმა, გიორგი მოსიძემ, კახაბერ ოქრიაშვილმა და მირიან წიკლაურმა.

ცვლილებების მიხედვით, არჩევნებამდე 8 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღეს 20 საათამდე, აკრძალული იქნება წინასაარჩევნო რეკლამისა და საარჩევნო სუბიექტის პროგრამების განთავსება და გადაცემა ტელევიზიისა და რადიოს ეთერში. საარჩევნო უბნებთან 25 მეტრის რადიუსში აიკრძალება საარჩევნო პლაკატების გაკვრა და ამომრჩევლის შეფერხება. ამომრჩევლის მოსყიდვა 100 ლარამდე თანხითაც კი, სისხლისსამართლებრივად დასჯადი ხდება. თუ პარტია მიიღებს ზუსტად 50 ათას ხმას, მისი წლიური დაფინანსება 750 ათას ლარს შეადგენს.

პარტია რეგისტრაციას ვერ გაივლის თუ საარჩევნო სიის ყოველ ოთხეულში განსხვავებული სქესის წარმომადგენელი არ ეყოლება.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის