USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
პარლამენტის ყოფილ შენობაში, IT ჰაბის გახსნა 2025 წლის შემოდგომაზე იგეგმება
თარიღი:  436

ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის განვითარების მიზნით სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, ეს იქნება მნიშვნელოვანი პროექტი არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით, - ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

„პროექტს რეგიონულ მნიშვნელობას ანიჭებს არამხოლოდ მისი მასშტაბი, არამედ ის უნიკალური მულტიფუნქციურობა, რომელიც აქ იქნება წარმოდგენილი. ერთი მხრივ, საუბარი გვაქვს, რა თქმა უნდა, საგანმანათლებლო მიმართულებაზე - აქ განთავსდება საერთაშორისო IT და ტექნოლოგიური სკოლა მოსწავლეებისთვის, მინიმუმ 1000 ბავშვზე გათვლილი. ასევე აქ იმუშავებს რეგიონში უნიკალური სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, „საქპატენტის“ საერთაშორისო ტრენინგ-ცენტრი და ა.შ. რა თქმა უნდა, ძირითადი და წამყვანი მიმართულება თანამედროვე ტექნოლოგიები იქნება“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ეკონომიკისა და განვითარების მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ტექნოლოგიური ჰაბის სივრცეში ასევე განთავსდება საქართველოში ყველაზე დიდი ტექნოპარკი და მისი სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (FabLab), 3D პრინტერების ლაბორატორია, ელექტრონიკის, რობოტიკის, დრონების, STEAM, IoT, ვირტუალური და აუგმენტირებული რეალობის ლაბორატორია და სხვა ექსპერიმენტული სივრცეები სტუდენტებისა და სტარტაპებისთვის. იქვე იმუშავებს ასევე TUMO კრეატიული ტექნოლოგიების და AI მძლავრი მონაცემთა და კომპეტენციების ცენტრები.

პროექტის თანახმად, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა 2025 წლის შემოდგომაზე იგეგმება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გარე ინფრასტრუქტურული და პროექტით გათვალისწინებული სხვა სახის სამუშაოები. ასევე აღსანიშნავია, რომ უკვე რამდენიმე თვეა შენობის რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის ახალი სივრცეების დაგეგმვა და საინჟინრო კომუნიკაციების გადაწყობის პროექტის მომზადებაზე მიდის მუშაობა.

განახლებული ინტერიერის დიზაინზე გამოცდილი დიზაინერებისა და არქიტექტორების ჯგუფი მუშაობს, პროექტირება მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება, რის შემდეგაც სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოები დაიწყება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ახალ მულტიფუნქციურ ცენტრში განთავსდება საქართველოში და რეგიონში უნიკალური ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი ცენტრი, ტექნოლოგიური ლაბორატორიები, სატრენინგო, ქოვორქინგის და სხვა მიმართულების ოფისები.

„რაც ასევე მნიშვნელოვანია, ამავე სივრცეში დაიდებენ ბინას მთელი რიგი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც დღეს საქართველოში მოღვაწეობენ. საერთო ჯამში, ის უნიკალური სინერგია, რომელიც შეიქმნება ამ სხვადასხვა მიმართულებების ერთ სივრცეში ოპერირებით და ტექნოლოგიური კუთხით განვითარებით, განაპირობებს იმ უპირატესობას, რომელიც წარმოაჩენს და ჩამოაყალიბებს მას, როგორც რეგიონული მიზიდულობის ცენტრს ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის