USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
პარიზში, ეიფელის კოშკთან შეიარაღებული მამაკაცი ტურისტებს თავს დაესხა, დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
თარიღი:  604

პარიზში, ეიფელის კოშკთან თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალდ დარმანენი ავრცელებს.

დარმანენის თქმით, თავდასხმის შემდეგ პოლიციამ ელექტროშოკის გამოყენებით მალევე დააკავა საფრანგეთის მოქალაქე, 26 წლის მამაკაცი.

მამაკაცი ტურისტ წყვილს დანით დაესხა თავს და სასიკვდილოდ დაჭრა გერმანიის მოქალაქე.

დარმანენის თქმით, ეჭვმიტანილი ყვიროდა „ალაჰ აკბარ“ და დაკავების შემდეგ პოლიციას უთხრა, რომ იგი ღაზის სექტორში არსებული ვითარებით არის შეშფოთებული, ასევე აცხადებდა, რომ დამწუხრებულია, ვინაიდან „ამდენი მუსლიმი კვდება ავღანეთსა და პალესტინაში“.

შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ეჭვმიტანილს 2016 წელს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი სხვა თავდასხმის მომზადებისთვის და ფსიქიკური აშლილობები აღენიშნებოდა.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის