პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ხუთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.
მონაწილეთა ასპარეზობის განრიგი ასეთია:
13:30 საათი - გოდერძი ძებისაშვილი, თავისუფალი ჭიდაობა, -65 კგ.
13:30 საათი - გივი მაჭარაშვილი, თავისუფალი ჭიდაობა, -97კგ.
13:30 საათი - ირაკლი ჩხეიძე, ძალოსნობა, -102კგ.
22:30 საათი - გენო პეტრიაშვილი, თავისუფალი ჭიდაობა, 125კგ, ფინალი.
22:30 საათი - ლაშა ტალახაძე, ძალოსნობა, +102კგ.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.