USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
პანამის არხის ადმინისტრაცია აშშ-ის სამთავრობო გემებისთვის არხში გადასახადის გარეშე გავლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
Date:  543

პანამის არხის ადმინისტრაცია აშშ-ის სამთავრობო გემებისთვის არხში გადასახადის გარეშე გავლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი პანამის არხის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პანამის არხის ადმინისტრაცია, რომელსაც არხში გავლისთვის გადასახადების დაწესების უფლებამოსილება აქვს, იტყობინება, რომ მათში ცვლილებები არ შეუტანია“, - აცხადებს პანამის არხის ადმინისტრაცია.

პანამის არხის ადმინისტრაცია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ამერიკული სამთავრობო გემები პანამის არხში გავლას გადასახადის გადახდის გარეშე შეძლებენ.

„პანამის არხის ადმინისტრაცია მზად არის აშშ-ის სამხედრო გემების ტრანზიტთან დაკავშირებით შესაბამის ამერიკელ ოფიციალურ პირებთან დიალოგი დაამყაროს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way