სომხეთის მიერ პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების გამო ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში სომხეთის ელჩი გამოიძახეს. ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხეთის ელჩი „მკაცრი საყვედურისთვის“ დაიბარეს.
სომხეთმა პალესტინის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ 21 ივნისს განაცხადა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.