პაკისტანის სამხრეთ ნაწილში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვმა კი 100-ს მიაღწია.
BBC-ის ცნობით, Hazara Express-ის რამდენიმე ვაგონი საჰარას რკინიგზის სადგურთან ნავაბშაჰში ამობრუნდა.
დაშავებული მგზავრები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. სინდის პროვინციის ნავაბშაჰისა და მისი მეზობელი რაიონების მთავარ საავადმყოფოებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ვაგონებიდან ადამიანების გამოყვანის მიზნით სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
პაკისტანის რკინიგზის მინისტრის, საად რაფიკის განცხადებით, პირველადმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მატარებელი ნორმალური სიჩქარით მოძრაობდა და ცდილობენ დაადგინონ, რამ გამოიწვია მისი რელსებიდან გადავარდნა.
BBC-ი წერს, რომ პაკისტანის მოძველებულ სარკინიგზო სისტემაზე უბედური შემთხვევები იშვიათი მოვლენა არ არის. 2021 წელს სინდის პროვინციაში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, 2013-2019 წლებში მსგავს ინციდენტებს 150 ადამიანი ემსხვერპლა.
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 19 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 06:00 საათიდან 08:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას, სოფელი წავკისის, სოფელი შინდისის და სოფელი კოჯრის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გიორგი სააკაძის დაღმართის, 26 მაისის მოედნის, პეკინის გამზირის, იყალთოს, ხვიჩიას, კოსტავას, არჩილ სულაკაურის, სულხან ცინცაძის, ბახტრიონის, ვახტანგ ჭაბუკიანის, იოსებიძის, საბურთალოს და მიროტაძის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II, III, IV, V მიკრორაიონების, ქანთარიას, ჟღენტის, გაბუნიების და ინტენსიფიკაციის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძე-ორბელიანის და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, II, III, IV, VII მიკრორაიონების, ლაზოს, სარაჯიშვილის, შუშინის, ტაძრის, ილორის, ილია ვეკუას, წყალსადენის, გელა ჭედიას, ფორე მოსულიშვილის, მონასტრის, იპოლიტოვ-ივანოვის, ჭელიძის, შეშელიძის, ხიზანიშვილის და კუფტინის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის, ჟველაურის, იფნევის, ბოგვის, ქვიშხეთის, ხევისუბნის, დვირის, ჟინვალის, ზვარეთის, კვერნაულის, ლიახვის, ჭოპორტის, ერწოს, არალეთის, ედისის, გუდამაყრის, ბუაჩიძის და თიანეთის ქუჩების მოსახლეობას.