USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი გაშვებიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა
Date:  482

SpaceX-ის კოსმოსურმა ხომალდმა Starship კოსმოსში გაშვებიდან რამდენიმე წუთში წარუმატებლობა განიცადა.

„კომპანია SpaceX-ის უპილოტო კოსმოსურმა ხომალდმა Starship-მა, რომელიც განკუთვნილია ასტრონავტების მთვარეზე და მის მიღმა გადასაყვანად, სავარაუდოდ, წარუმატებლობა განიცადა კოსმოსში, შაბათს, მეორე გამოცდის დროს გაშვებიდან რამდენიმე წუთში, მას შემდეგ, რაც მისი პირველი ცდა აფეთქებით დასრულდა”, - ნათქვამია გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ცნობილია, ორსაფეხურიან რაკეტას გაშვება ილონ მასკის კომპანიის Starbase სასტარტო მოედანზე ჰქონდა ტეხასის შტატის ბოკა-ჩიკასთან მახლობლად.

კოსმოსში დაგეგმილი 90-წუთიანი ფრენის ფარგლებში რაკეტა მიწიდან დაახლოებით, 90 კილომეტრით აფრინდა. თუმცა, Super Heavy რაკეტის პირველი საფეხური განცალკევების შემდეგ მექსიკის ყურეში აფეთქდა.

SpaceX-ის ფრენების მართვის ცენტრმა ძირითად რაკეტასთან კავშირი რამდენიმე წუთის შემდეგ დაკარგა.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way