USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
თბილისი
ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო
თარიღი:  454

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. სიტყვიერი დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, თათია ნიკოლაშვილის განცხადებას მოჰყვა. მისი თქმით, დაბა ურეკში სანიაღვრე არხები მოუწესრიგებელია, რის გამოც ყოველი წვიმის დროს ქუჩები და სახლები იტბორება.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა უმრავლესობას მოუწოდა, დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით. როგორც მან აღნიშნა, პრობლემა უმოკლეს ვადაში უნდა მოგვარდეს, რადგან ადგილობრივებს ტურისტულ სეზონზე პრობლემები არ შეექმნათ.

„ურეკში ადამიანებს აქვთ კონკრეტული პრობლემები. წვიმის დროს იტბორებიან. წყალი შესდით სახლებში, მაღაზიებში. სანიაღვრე სისტემა არ არის გაკეთებული მთელ რიგ ქუჩებზე. ის შემოსავალი, რომელსაც ეს ადამიანები მთელი წლის განმავლობაში ელოდებიან, წყალში ეყრებათ, ტურისტებს ვერ იღებენ. ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ პრობლემის მოგვარების გზებზე არა აქვთ არც წარმოდგენა და მოსმენაც კი არ სურთ,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თათია ნიკოლაშვილმა.

თავის მხრივ, უმრავლესობამ ოპოზიცია პოლიტიკურ სპეკულაციებსა და პროვოკაციაში დაადანაშაულა.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ურეკში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად მუშაობა მიმდინარეობს.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის