USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
ოსტინი მიიჩნევს, რომ თუ უკრაინა დამარცხდება, რუსეთან ომი NATO-ს მოუწევს
თარიღი:  668

ლოიდ ოსტინი მიიჩნევს, რომ თუ უკრაინა დამარცხდება რუსეთთან ომში, მთელ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მოუწევს ამ უკანასკნელთან ბრძოლა. ამის შესახებ მან 29 თებერვალს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის მოსმენაზე განაცხადა.


აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევისთვის დამატებითი დაფინანსების დამტკიცება მნიშვნელოვანია, რათა თავიდან იყოს აცილებული ვითარება მსოფლიოში, „როდესაც ერთ ქვეყანას შეუძლია თავისი მეზობლების საზღვრების შეცვლა და მათთთვის სუვერენული ტერიტორიების უკანონოდ წართმევა.“


„ჩვენ ვიცით, რომ თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს, ის არ გაჩერდება. სხვა ავტოკრატები შეხედავენ ამას და ისინიც წახალისდებიან იმით, რომ ეს მოხდა და ჩვენ ვერ შევძელით დემოკრატიული სახელმწიფოს მხარდაჭერა.“ - დასძინა ოსტინმა.

მოგვიანებით ოსტინმა განმარტა, რომ თუ უკრაინა ბრძოლის ველზე დამარცხდება, უპირველეს ყოვლისა, შესაძლოა, საფრთხის ქვეშ ბალტიისპირეთის ქვეყნები აღმოჩნდნენ.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის