USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
თბილისი
„ოსკარის“ გამარჯვებულები მამაკაცის და ქალის როლების შემსრულებლების ნომინაციებში ედრიუ ბროუდი და მაიკი მედისონი გახდნენ
თარიღი:  1817

„ოსკარის“ 97-ე დაჯილდოების გამარჯვებული მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაში ედრიუ ბროუდი გახდა ფილმში : „ანორა“ შესრულებული როლისთვის.

ამავე ფილმში ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებლისთვის „ოსკარი“ მსახიობ მაიკი მედისონს გადაეცა.

ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლად ზოი სალდანი დასახელდა ფილმში : „ემილია პერესი“ შესრულებული როლისთვის. მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი „ოსკარი“ კირან კალკინს გადაეცა ფილმისთვის „ანორა“.

საუკეთესო რეჟისორად შონ ბეიკერი დასახელდა ფილმისთვის : „ანორა“. ფილმა „ოსკარი“ მიიღო საუკეთესო ორიგინალური სცენარის და ფილმის საუკეთესო მონტაჟის კატეგორიებშიც.

ამერიკული კინოაკადემიის 97-ე დაჯილდოების ცერემონია ჰოლივუდის Dolby Theatre-ში მიმდინარეობს. მას ცნობილი ამერიკელი თოქ-შოუს წამყვანი კონან ო’ბრაიენი უძღვება.

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის