USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
«Foreign policy» (აშშ): „დასავლეთმა უკრაინისადმი დახმარებით ომი უნდა გააგრძელოს თუ მშვიდობის დასამყარებლად უნდა იმოქმედოს? "
თარიღი:  487

აშშ-ის ყოველკვირეული ჟურნალის „ფორინ პოლისის“ (Foreign policy) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დასავლეთმა უკრაინისადმი დახმარებით ომი უნდა გააგრძელოს თუ მშვიდობის დასამყარებლად უნდა იმოქმედოს? კონტრშეტევის ნელმა ტემპმა სამშვიდობო მოლაპარაკებებისათვის მოწოდებები გამოიწვია“ (ავტორები - მეთიუ კროინიგი, ბრენტ სკოუკროფტის სახ. სტრატეგიისა და უსაფრთხოების ცენტრის დირექტორი მოადგილე და ემა ეშფორდი, ამავე ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

უკრაინის არმიის კონტრშეტევა არცთუ ისე წარმატებული აღმოჩნდა, როგორც ამას დასავლეთი იმედოვნებდა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ დასავლეთის სურვილის მიუხედავად, კიევმა შეიძლება რუსეთთან ბრძოლის შედეგად დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება ვერ მოახერხოს.

კონტრშეტევის დროს კიევი თანდათან იძულებული ხდება საომარ მოქმედებებში დროს სულ უფრო მეტი და მნიშვნელოვანი რესურსები და რეზერვები გამოიყენოს, მაგრამ ჯერ-ჯერობით უკრაინა სასურველ მიზანს ვერ აღწევს - რუსეთის თავდაცვის ხაზის გარღვევას ვერ ახერხებს. კიევი დღეს თვითონვე აღიარებს, რომ შეტევა შეფერხებით მიმდინარეობს და არა ისე სწრაფად, როგორც დაგეგმილი იყო. თანაც მთავარი პრობლემა უკრაინის მოქმედებით კი არ გამოიხატება, არამედ დასავლეთის არარეალისტურ მოლოდინებში. რუსეთს შედარებით სუსტ მეზობელთან ომის დროს ჰქონდა დრო, რომ დაპყრობილ ტერიტორიაზე განმტკიცებულიყო. დასავლურ საზოგადოებას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, თუ რა სირთულეებთან მოუხდა შეტაკება კიევს ბრძოლის ველზე. ევროპულ დედაქალაქებში და ვაშინგტონში ეგონათ, რომ თუ უკრაინას იარაღს მისცემდნენ, კიევი ტერიტორიის დაბრუნებას შეძლებდა. მაგრამ რეალობა - შეტევის წარუმატებლობა - იმას  მოწმობს, რომ ისინი ცდებოდნენ.

თეთრი სახლი უსაფუძვლოდ ვარაუდობდა, რომ კიევისადმი ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერით შეძლებდა ბალანსის დაცვას - „ოქროს შუალედის“ შენარჩუნებას, ანუ უკრაინის დახმარებას გამარჯვებისათვის ისე, რომ რუსეთის პროვოცირებას არ გამოიწვევდა.

ევროპის ქვეყნებისაგან განსხვავებით, ამერიკამ უკრაინის გამო თავისი იარაღის საცავები დააცარიელა და კიევს ასობით მილიარდი დოლარის დახმარება გაუგზავნა. მართალია, ხანდახან თეთრი სახლი სიფრთხილეს იჩენდა და კიევს ურჩევდა, მიცემული იარაღი რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ არ გამოეყენებინა (ომის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით), მაგრამ რადგანაც უკრაინის არმია სულ უფრო მეტად აქტიურდება, მოსკოვისადმი დარტყმების მიყენებასაც არ ერიდება, გამორიცხული არ არის, რომ დაპირების მიუხედავად, შეიძლება გამოიყენოს კიდეც.

ამჟამად დასავლეთის სახელმწიფოების წინაშე დგება საკითხი, თუ როგორი უნდა იყოს მათი შემდგომი ნაბიჯი უკრაინის მიმართ. დღეისათვის არსებობს სამი ვარიანტი: პირველი - ხანგრძლივი დამქანცველი ომი, სანამ ქვეყანა ყოველმხრივ მთლიანად არ გაჩანაგდება, მეორე - სამშვიდობო მოლაპარაკების მცდელობა და მესამე - უკრაინისადმი დასავლეთის დახმარების  გაგრძელება და გამარჯვება. მაგრამ მესამე ვარიანტის ეალიზებისათვის დასავლეთს და უპირველესად, ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწევს ფინანსური და სამხედრო დახმარების მნიშვნელოვანი გაფართოება. ამ შემთხვევაში ვაშინგტონმა უკრაინას ყველაფერი უნდა მისცეს, რასაც კიევი მოსთხოვს, ბირთვული იარაღის გარდა.

საერთოდ კი, უკრაინამ უკვე მოიპოვა გრანდიოზული გამარჯვება, როცა რუსეთს არ მიეცა მთავრობის დამხობის შესაძლებლობა და ქვეყანამ სუვერენიტეტი შეინარჩუნა (მართალია, რიგ ტერიტორიებს კიევი ვერ აკონტროლებს, მაგრამ მაინც). და ეს არის არამარტო უკრაინის, არამედ აშშ-ის საგარეო პოლიტიკისა და მთლიანად დასავლეთის გამარჯვება. შესაბამისად, ვაშინგტონს მოუწევს მიღწეული წარმატების განმტკიცება - უკრაინის სოციალ-ეკონომიკური სტაბილიზება და მისი თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოდა სამომავლოდ.

წყარო: https://foreignpolicy.com/2023/08/18/arm-ukraine-counteroffensive-russia-zelensky-peace/

 

 

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის