USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
თბილისი
«Foreign Affairs» (აშშ): „როგორ შეცვლის დონალდ ტრამპი მსოფლიოს: მეორე ვადის საგარეო პოლიტიკის კონტურები და სავარაუდო შედეგები“
თარიღი:  355

ამერიკული ჟურნალის Foreign Affairs-ის ვებ-გვრდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „როგორ შეცვლის დონალდ ტრამპი მსოფლიოს: მეორე ვადის საგარეო პოლიტიკის კონტურები და სავარაუდო შედეგები“ (ავტორი - პიერ ფივერი).

„დონალდ ტრამპის მხარდამჭერები დარწმუნებულნი არიან ახალი „ძველი“ პრეზიდენტის ძალებში. საკითხი მხოლოდ ისაა, თუ რამდენად შეძლებს თეთრი სახლის მომავალი შემადგენლობა ჩაფიქრებული გეგმის რეალიზებას.

დონალდ ტრამპმს შანსი გაუჩნდა განსაზღვროს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა. მას ექნება შთამბეჭდავი ძალა იმ გუნდის სახით, რომელიც ახლო მომავალში მასზე იმუშავებს. რა თქმა უნდა, გუნდის კარგად დაკომპლექტება შეიძლება, მის გვერდით ამჟამად მდგარი ადამიანებისაგან (საარჩევნო შტაბის წევრებისაგან), მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებები თვითონ პრეზიდენტმა უნდა მიიღოს. მსოფლიო მალე გაიგებს, აქვს თუ არა პრეზიდენტს სიბრძნე.

დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგეებს მისი დაბრუნებით ახალი შესაძლებლობები უჩნდებათ. მან წინასაარჩევნო რამდენჯერმე განაცხადა, რომ აიძულებს უკრაინას რუსეთს ტერიტორიები დაუთმოს, ანუ ვლადიმერ პუტინს მიღწეული ფაქტი - დაპყრობილი ტერიტორიები დაუკანონოს. ამბობენ, რომ განცხადებები ერთია, საქმე კი მეორეო, მაგრამ არჩეული პრეზიდენტი ამ განცხადების რეალიზებას ნამდვილად შეეცდება. მას ირგვლივ დღეს მხოლოდ ანტიუკრაინულად და პროპუტინურად განწყობილი მრჩევლები ჰყავს და დიდი ალბათობით, მისი „სამშვიდბო გეგმა“ რეალიზებული იქნება. გაურკვეველი რჩება ერთადერთი საკითხი: დათანხმდება თუ არა ვლადიმერ პუტინი უკრაინის ნაწილობრივ კაპიტულაციას იმ პერსპექტივით, რომ მას აღარ ექნება აგრესიის განმეორების შესაძლებლობა?

წყარო: https://www.foreignaffairs.com/united-states/how-trump-will-change-world

 

თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის