USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
„ორბი ჯგუფმა“ ბახმაროს მრავალფუნქციურ კოლმპლექსში აპარტამენტების გაყიდვა დაიწყო
თარიღი:  

კომპანია „ორბი ჯგუფი“ ბახმაროში,  მრავალფუნქციური სასტუმროს მშენებლობას  იწყებს. ახალი პროექტის პრეზენტაცია, თავად ბახმაროს პროექტის ავტორმა, მსოფლიოს ტოპ ხუთეულში შესულმა კომპნაია WilkinsonEyre-ის პარტნიორმა და დირექტორმა, მსოფლიოში ცნობილმა არქიტექტორმა სემ ვრაითმა გამართა.

 

მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის აპარტამენტების გაყიდვა უკვე დაიწყო. „ორბი ჯგუფი“ ბახმაროში 350 სასტუმრო ნომერს გაყიდის, რომელიც პრემიუმ კლასის იქნება. ყველა აპარტამენტს ექნება ტერასა, მთისა და ტყის ხედებით. აპარტამენტების მინიმალური ფასი კვადრატულ მეტრზე 1 500 დოლარიდან იწყება, მაქსიმალური ღირებულება კი,  5 000 დოლარს აღწევს.

სასტუმრო კომპლექსი ბახმაროს უნიკალურ ადგილზე განთავსდება და მთლიანად იქნება ადაპტირებული ადგილობრივ ლანდშაფტთან.

პროექტის ტერიტორია მოიცავს 8 ჰექტარ მიწის ნაკვეთს, საიდანაც 1 ჰექტარზე სასტუმრო კოპლექსის შენობა განთავსდება, ხოლო 7 ჰექტარი მთლიანად დაეთმობა რეკრიაციულ და დასასვენებლ სივრცეებს.

მრავალფუნქციური კომპლექსი გააერთიანებს სპორტულ მოედნებს, რესტორნებს, კაფეებს, სპა და სპორტულ გამაჯანსაღებელ ცენტრებს, მოეწყობა ასევე დასასვენებელი პარკი, ატრაქციონები, რეკრეაციული ზონები, ბავშვთა გასართობი ცენტრები, კინო-თეატრი, საცურაო აუზი და პარკინგი, რაც კურორტს საშუალებას მისცემს ყოველწლიურად 300 000-ზე მეტ ტურისტს მოემსახუროს.

“ორბი ჯგუფის მიზანია ბახმარო 4 სეზონიან კურორტად გადაიქცესშეიქმნას თანამედროვემაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა და სერვისი, რომელიც უნიკალური იქნება როგორც რეგიონში, ასევე მთლიანად საქართველოსა და საერთაშორისო მასშტაბით.

ბახმაროში არსე ბული მკაცრი კლიმატური პირობებიდან გამომდინარემშენებლობის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 წლის ვადაზეა გათვლილი და 2025 წლის ბოლომდე დასრულდება.

ჩვენი მიზანია, ბახმაროს ახალი სიცოცხლე შევსძინოთ, შევუქმნათ საერთაშორისო იმიჯი და მისი საკურორტო თვისებების ხაზგასმა მსოფლიო დონეზე მოვახდინოთ“, _ აცხადებს, კომპანია „ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, ირაკლი კვერღელიძე.

კომპანია „ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ბახმაროში, მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის განხორციელება, ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებასა და მეურნეობების განვითარებას.

ეს არის ძალიან კარგი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც დამატებითი სამუშაო ადგილების, დამატებითი ტურისტული ნაკადების გაზრდის საფუძველი გახდება, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ადგილობრივი მეურნეობების განვითარებასა და საკმაოდ ბევრი ადამიანის, რეგიონში დაბრუნებას. ეს ადამიანები, დარწმუნებული ვარ, ძალიან ეფექტურად და შედეგიანად უზრუნველყოფენ იმ სერვისების მიწოდებას ბახმაროსთვის, რომელიც ამ კურორტს ასე სჭირდება, აცხადებს ირაკლი კვერღელიძე.

ბახმაროს მრავალფუნქციურ კომპლექსში აპარტამენტების შეძენის მსურველთათვის, მოქნილი და მომხმარებელზე მორგებული გადახდის პირობები მოქმედებს, რომლის მიხედვითაც,  შეგიძლიათ აირჩიოთ კომპანიის მიერ შემოთავაზებული შიდა განვადება, ან ისარგებლოთ ბანკის გრძელვადიანი კრედიტით, რომელიც სპეციალურად „ორბი ჯგუფის“ მომხმარებლებისთვის გაიცემა.

ბახმაროში, „ორბი ჯგუფის“ აპარტამენტების შეძენის მსურველებმა უნდა დარეკოთ ნომერზე:  +995 322 50 50 15+995 555 31 00 00:

ან ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://orbigroup.ge/geo/bakhmaro 

წყარო:https://gurianews.com/

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის