USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
Forbes-მა მსოფლიოს მილიარდელების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა: ბიძინა ივანიშვილი 545-ე , ხოლო მიხეილ ლომთაძე 774-ე ადგილზეა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის
თარიღი:  

ამერიკულმა Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმეების უახლესი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოს 190-მდე ქვეყნის 2,500 მილიარდერს აერთიანებს.


2023 წლის რეიტინგის სათავეში მოდის ბერნარ არნოა, რომლის ქონების შეფასება 211 მილიარდ დოლარს შეადგენს. არნო უმსხვილესი კონგლომერატის, LVMH-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია, რომელიც 100-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს.

Forbes-ის რეიტინგში მეორე ადგილს ილონ მასკი იკავებს. Tesla-ს, SpaceX-ისა და Twitter-ის ხელმძღვანელს დაახლოებით 180 მილიარდი დოლარის ქონება აქვს.

მესამე ადგილს ელექტრონული კომერციის გიგანტის, Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი იკავებს. მისი ქონების შეფასება 114 მილიარდ დოლარს შეადგენს.

როგორც ტრადიციულად, 2023 წელსაც გლობალურ რეიტინგში ძირითადად ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმომადგენლები დომინირებენ.




გთავაზობთ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ტოპ ათეულს:


1. ბერნარ არნო - $211 მლრდ | LVMH

2. ილონ მასკი - $180 მლრდ | Tesla

3. ჯეფ ბეზოსი - $114 მლრდ | Amazon

4. ლარი ელისონი - $107 მლრდ | Oracle

5. უორენ ბაფეტი - $106 მლრდ | Berkshire Hathaway

6. ბილ გეიტსი - $104 მლრდ | Microsoft

7. მაიკლ ბლუმბერგი - $94.5 მლრდ | Bloomberg

8. კარლოს სლიმი - $93 მლრდ | América Móvil

9. მუკეშ ამბანი - $83.4 მლრდ | Reliance Industries

10. სტივ ბალმერი - $80.7 მლრდ | Microsoft

 

ბიძინა ივანიშვილის ქონება 4.9 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის ამ სიაში545-ე ადგილზეა.

გამოცემის შეფასებით, ქართველი მილიარდელის  ბიძინა ივანიშვილის ქონება 4.9 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 100 მილიონი დოლარით მეტია.

2020; 2021 და 2022 წლებში Forbes-ი ივანიშვილის ქონებას 4.8 მილიარდ დოლარად აფასებდა, იქამდე კი 2019 წელს ეს შეფასება 4.9 მილიარდზე იყო. ამ მაჩვენებლით ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოს 545-ე უმდიდრესი ადამიანია.

ბიძინა ივანიშვილის ქონების ცვლილება Forbes-ის მიხედვით წლების მიხედვით ასე ნაწილდებოდა:

2014 - $5.2 მილიარდი;

2015 - $5.2 მილიარდი;

2016 - $4.8 მილიარდი;

2017 - $4.5 მილიარდი;

2018 - $4.6 მილიარდი;

2019 - $4.9 მილიარდი;

2020 - $4.8 მილიარდი;

2021 - $4.8 მილიარდი;

2022 - $4.8 მილიარდი;

2023 - $4.9 მილიარდი.

ივანიშვილის ქონებაზე განსხვავებულია Bloomberg-ის შეფასება, რომელიც ყოველთვის ამ მიმართულებით უფრო გულუხვი იყო და ამჟამად ქართველი ოლიგარქის ქონებას 5.95 მილიარდ დოლარად აფასებს.

 

მეორე ქართველი მილიარდერი მიხეილ ლომთაძე $1.8 მილიარდით გამდიდრდა - Forbes-ის სიაში დაწინაურდა და ის ამ შედეგით მსოფლიოს 778-ე უმდიდრესი ადამიანია

ბიძინა ივანიშვილის გარდა Forbes-ის სიაში კიდევ ერთი ქართველი მილიარდერი - მიხეილ ლომთაძეცაა, რომლის ქონებაც 3.6 მილიარდად არის შეფასებული. ის ამ შედეგით მსოფლიოს 778-ე უმდიდრესი ადამიანია. ლომთაძის ქონება წინა წელთან შედარებით 1.8 მილიარდი დოლარით არის გაზრდილი, რაც ყაზახურ ბანკის Kaspi-ის აქციების ზრდით არის განპირობებული. ლომთაძე ამჟამად Kaspi-ის CEO-ს პოსტს იკავებს.

ყაზახური ბანკის, Kaspi-ის CEO-ს მიხეილ ლომთაძის ქონება 1.8 მილიარდი დოლარით გაიზარდა და ის 2023 წლისთვის 3.6 მილიარდ დოლარს შეადგენს. ლომთაძის ქონების მატება ლონდონის საფონდო ბირჟაზე Kaspi-ს აქციების მატებას უკავშირდება, რაც გასულ წელს უკრაინის ომიდან გამომდინარე იყო შემცირებული. მიხეილ ლომთაძე ამჟამად მსოფლიოს 774-ე უმდიდრესი ადამიანია.

ლომთაძე ბანკის დამფუძნებელთან, ვიაჩესლავ კიმთან ერთად Kaspi-ს ძირითადი პარტნიორია და მას ბანკის 25% ეკუთვნის. ანალოგიურად, ვიაჩესლავ კიმის ქონებაც Forbes-ის მიერ 3.6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ლომთაძე Forbes-ის სიაში 2021 წელს, ლონდონის ბირჟაზე Kaspi-ის IPO-ს შემდეგ მოხვდა.

 

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის