USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
Forbes-ის, Vogue-ის, Elle-ის, WWD-ის, I-D Magazine-ის, Fashion Network Global-ის და სხვა ცნობილი გამოცემების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან
თარიღი:  

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციას მსოფლიოს წამყვანი მედიების 19 ჟურნალისტს, ბლოგერსა და ფოტოგრაფს მასპინძლობს.   გავლენიანი საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლებმა უკვე დაათვალიერეს თბილისის ტურისტული ადგილები, გადაიღეს დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები.  მედიის წარმომადგენლები აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის,  ესპანეთის, საბერძნეთის, ჩეხეთის, არგენტინის, იაპონიისა ჩინეთის ბეჭდური და ონლაინ გამოცემებისთვის საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიებსა და ფოტოკოლაჟებს მოამზადებენ. ტურის ფარგლებში საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები თბილისში მერსედესის მოდის კვირეულს დაესწრებიან და გააშუქებენ.


„საქართველოში პირველად არ ვარ, თქვენს ქვეყანაში ალბათ მეხუთედ ვიმყოფები. მოდის კვირეულზე მსურს აღმოვაჩინო ახალი ტალანტები.  ჩვენ უკვე დავათვალიერეთ დედაქალაქი, რომელიც გამორჩეულია კულტურით, არქიტექტურითა და კულინარიით. ძალიან მომწონს ქართლის დედის ქანდაკება, რომელიც მტერს ხმლით, სტუმარს კი ღვინით ხვდება“,-აცხადებს მოდის ბლოგერი დაიანა პერნეტი.
„საქართველოში ჩემი პირველი სტუმრობის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. თბილისში ბევრი სიახლეა. მეტი განთავსების ობიექტია, მეტი სასტუმროა. თბილისი ძალიან მიმზიდველია თავისი ისტორიით და ძალიან ცნობილია ღამის ცხოვრებით. მაგრამ ყველაზე მთავარია ის ნაზავი რომელიც თბილისს აქვს ეს არის სიძველისა და თანამედროვეობის შერწყმა“,-ამბობს Vogue-ის ჟურნალისტი რიკარდო ტერცო.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის