USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
«Forbes» (აშშ): „სამუზეუმო ტანკები უკრაინისათვის: დანიელები, უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების სწავლების მიზნით, ძველ Leopard 1A5-ებს მუზეუმებში ეძებენ“
თარიღი:  690

ამერიკული გამოცემა „ფორბსი“ (Forbes) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „სამუზეუმო ტანკები უკრაინისათვის: დანიელები, უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების სწავლების მიზნით, ძველ Leopard 1A5-ებს მუზეუმებში ეძებენ“ (ავტორი - დევიდ აქსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

ერთია ზედმეტი ტანკები უანგაროდ შეწირო უკრაინის არმიას, მაგრამ მეორეა ძველი ტანკები გაარემონტო, აამუშავო და უკრაინელებს მათი მართვა ასწავლო. განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ეს ტანკები 19 წელი მუზეუმებში გაუნძრევლად იდგნენ ან საწყობებში ინახებოდნენ.

დანიის მთავრობამ ეს გაკვეთილი საკუთარი მწარე გამოცდილებით გააცნობიერა მას შემდეგ, რაც გერმანიასთან, ნიდერლანდებთან და ბელგიასთან ერთად განაცხადა, რომ შემოდგომამდე უკრაინას 1980-იან წლებში გამოშვებულ Leopard 1A5-ის მოდელის დაახლოებით ასამდე ტანკს მიაწვდიდა, საბოლოოდ კი მათი რაოდენობა 178-მდე გაიზრდებოდა.

კაცმა რომ თქვას, ზოგადად, 178 ტანკი საკმაოდ მნიშვნელოვანი ძალაა და ხუთამდე  ბატალიონის შექმნას მაინც ეყოფა, ხოლო რადგანაც თითოეული „ლეოპარდის“ ეკიპაჟი ოთხი ტანკისტისაგან შედგება, ამდენ ტანკს საკმაოდ ბევრი ტანკისტის მომზადება დაჭირდება.

ეკიპაჟების მომზადება უკვე დაიწყო, მაგრამ სწავლების პროცესი პრობლემებთან არის დაკავშირებული.

დანიის არმიამ ნატოს ქვეყნების არმიებიდან ყველაზე გვიან დათმო Leopard 1A5 მოდელის ტანკები - 2005 წელს, რომლებიც უფრო თანამედროვე და იმავდროულად მძიმე Leopard 2-ით ჩაანაცვლა. თუმცა ზოგიერთ ქვედანაყოფში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ძველი ტანკები.

უკრაინელების გაწრთვნის მიზნით სპეციალურად შეიქმნა დანიელ ვეტერან (პენსიონერ) სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფი, რომლებსაც ჯერ კიდევ ახსოვთ Leopard 1A5 მოდელის ტანკები. ისინი ნებაყოფლობით დაუბრუნდნენ სახელმწიფო სამსახურს, გაიხსნა სპეციალური სარემონტო სახელოსნო ტანკების წესრიგში მოსაყვანად. მათ შეუერთდნენ გერმანელი კონსტრუქტორებიც, რომლებსაც „ლეოპარდების“ ექსპლოატაციის გამოცდილება აქვთ.

უკრაინელები, რომლებიც იუტლანდიის ნახევარკუნძულზე განლაგებულ ბაზაში მაისში ჩავიდნენ, მათი მომზადების კურსი ექვსთვიანია. ბუნებრივია, ეკიპაჟებისათვის აუცილებელია ბრძოლისუნარიანი ტანკები ჰქონდეთ. აი, სწორედ აქ გაჩნდა პრობლემა: ძველი ტანკების მფლობელია გერმანული კომპანია Flensburger Fahrzeugbau Gesellschaft, რომელმაც მძიმე ჯავშნიანი ტექნიკა საწყობებში დააყენა და ასე გრძელდებოდა 20 წლის განმავლობაში. როცა სწავლების დრო მოვიდა, აღმოჩნდა, რომ ტანკებს რემონტი ჭირდებოდათ, რომელიც საკმაოდ დიდხანს გრძელდება.

რა თქმა უნდა, წრთვნების დაყოვნება არ შეიძლებოდა. ჰოდა, კომპანიამ გამართული ტანკების ძებნა დაიწყო და დახმარების მიღების მიზნით... დანიის მუზეუმებს მიმართეს. აღმოჩნდა, რომ მნახველებისათვის გამოფენაზე მდგარი ათამდე Leopard 1A5 უფრო კარგ მდგომარეობაში იყო, ვიდრე საწყობებში დაყენებული 100-მდე ტანკი. სამმა მუზეუმმა კომპანიას ექვსი სრულიად კარგი „ლეოპარდი“ მიაწოდა და წრთვნებიც გაგრძელდა.

ოთხ თვეში გერმანიის ტანკმშენებელი ქარხნის „რეინმეტალის“ (Rheinmetall) მუშები Leopard 1A5-ებს დაჩქარებული ტემპით გაარემონტებენ. ათამდე ტანკი უკვე უკრაინაშია გაგზავნილი.

რამდენად დიდხანს გაგრძელდება სწავლების პროგრამა, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის დასრულდება ომი. რა თქმა უნდა, გერმანულ კომპანიას კიდევ დაჭირდება საწყობებიდან და მუზეუმებიდან ძველი ტანკების გამოთრევა. ამბობენ, რომ თურმე საბერძნეთსაც ჰქონია ძველი Leopard 1A5-ები. უკრაინელებს „ბედმა გაუღიმა“.

წყარო: https://www.forbes.com/sites/davidaxe/2023/09/08/to-train-ukrainian-troops-the-danish-military-had-to-borrow-leopard-1-tanks-from-three-museums/?sh=5d85de6c45e2

 

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის