USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
ოპოზიცია "ლოქდაუნზე"
თარიღი:  1020

ოპოზიციური პარტიების წარმოამდგენლები მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს აკრიტიკებენ. მათი ნაწილი აცხადებს, რომ მთავრობას არ წარუდგენია გეგმა, თუ როგორ გამოიყვანს ქვეყანას ეკონომიკური კრიზისიდან, რომელსაც აღნიშნული გამოიწვევს, ნაწილი კი აცხადებს, რომ ეს მოსახლეობის შიმშილისთვის გაწირვაა და მხოლოდ შეზღუდვების იმედად ყოფნა არ შეიძლება.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობიას” წევრი ზაალ უდუმაშვილი აქცენტს სწორედ პოსტკრიზისული ეკონომიკური გეგმის საჭიროებაზე აკეთებს. მისი თქმით, ხელისუფლებამ ამ შეკითხვას უნდა გასცეს პასუხი.

“მე ვერ მოვისმინე ჯერჯერობით მთავრობის ის გეგმა, რომელიც შეზღუდვების დროს უნდა განხორციელდეს. ანუ კონკრეტული გეგმა, როგორ გამოდის ქვეყანა კრიზისიდან. შეზღუდვები გასაგებია, შეიძლება დაეთანხმო, ან არ დაეთანხმო, მაგრამ მე უფრო მაინტერესებს ის გეგმა, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ რა მდგომარეობაში იქნება ქვეყანა, რაც ჩვენ ჯერ ვერ მოვისმინეთ”, – ამბობს უდუმაშვილი.

რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესებს, უდუმაშვილი ამბობს, სავარაუდოდ ოპოზიცია აქციებს გააგრძელებს, თუმცა რა ფორმით ჯერ უცნობია:

“აქციები სავარაუდოდ იქნება იმისდა მიხედვით, თუ რის საშუალებას იძლევა დღევანდელი რეგულაციები.  შესაძლოა, 9 საათის შემდეგ არ გაიმართოს აქციები, მაგრამ დღის განმავლობაში არავის აუკრძალავს,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა კი აცხადებს, რომ ხელისუფლება ეკონომას კლავს და მოსახლეობას შიმშილისთვის წირავს. მისთვის მიუღებელია როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა, ასევე ზამთრის კურორტების ჩაკეტვა:

“რეალურად, ხელისუფლება გვეუბნება, რომ კლავს ეკონომიკას. საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერება, მათ შორის მეტროს შეჩერება ნიშნავს იმას, რომ ადამიანები სამსახურებში ვერ ივლიან. პრინციპულად მიუღებელია, როდესაც 4 ათასი შემთხვევა არის საშუალოდ დღე-ღამის განმავლობაში, არანაირი აზრი არ არსებობს მთის კურორტების ჩაკეტვაში, გარდა იმისა, რომ მივიღებთ მთაში პირდაპირი მნიშვნელობით შიმშილს. პანდემია საახალწლოდ ისვენებს? მერე უკვე 3 იანვირდან 2 კვირა მთელი ქვეყანა ისვენებს, საბოლოო ჯამში ჩვენ პანდემიაზე უარეს სიტუაციაში შეიძლება აღმოვჩნდეთ“, – ამბობს გიგი უგულავა.

“ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე კი აცხადებს, რომ ხალისუფლებამ სრული კრახი განიცადა და მათი არაკომპეტენტურობა კიდევ ერთხელ დადასტურდა:

“ხელისუფლებამ სრული კრახი განიცადა პანდემიასთან მიმართებით და ეს უნდა აღიაროს პირველ რიგში. აქედან გამომდინარე, ჩაკეტვა უკიდურესი ზომაა, რომელიც არის მცდელობა იმ გაფუჭებული მენეჯმენტის და არაკომპეტენტურობის დასაგვირგვინებლად. ჩაკეტილ წრეში მოექცა ჩვენი მთავრობა და ეს მცდელობები სამწუხაროდ ქვეყანას მიიყვანენ ძალიან ცუდ მდგომარეობამდე,” – აღნიშნავს მამუკა ხაზარაძე.

ახალ რეგულაციებზე ტელეკომპანია “პირველთან” ისაუბრა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. ვაშაძის თქმით, ის რეგულაციების სრულად მოწინააღმდეგე არ არის, თუმცა მიიჩნევს, რომ მხოლოდ რეგულაციები საკმარისი არაა. ვაშაძე ამბობს, რომ აუცილებელია მასობრივი ტესტირება ინფიცირებულთა გამოსავლენად, რასაც უფრო ეფექტიანად მიიჩნევს ვიდრე ორთვიანი შეზღუდვების შემოღებას:

“უმძიმესი ვითარებაა ქვეყანაში პანდემიის გავრცელების კუთხით, ძალიან ვწუხვარ რომ ამდენი ადამიანი იღუპება ამის გამო. მთავარი პრობლემაა, რასაც ჯერ კიდევ გაზაფხულზე ვამბობდი, დიაგნოსტიკა, ტესტირების არასაკმარისი რაოდენობა. ეს არის პრობლემა იმის, რომ 10 000 ნიშნულს ფაქტობრივად ვერ გადავაჭარბეთ დღიურად ტესტირების. თუ მე ინფიცირებულ ადამიანს არ ვადგენ, რა თქმა უნდა გავრცელდება უფრო დაავადება. მეორე მხრივ, სოციალურ პაკეტებს გავაანალიზებთ და მეტი და მეტი იქნება გასაკეთებელი. მხოლოდ შეზღუდვები არ გვიშველის.

მე იმას კი არ ვამბობ, რომ შეზღუდვები საერთოდ არ უნდა იყოს. მე გეტყვით როგორ მოვიქცეოდი –  ორი კვირა ტოტალური შეზღუდვა, გატესტვა მთელი ქვეყნის, გამოვლენა, სახლში თვითიზოლაციაში გადაყვანა და მათი მკურნალობა. ახლა ჩვენ ვართ შეზღუდვებში, რომლის შედეგიც როდის დადგება არ ვიცით”, – ამბობს გიორგი ვაშაძე “ტელეკომპანია პირველთან”.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის